N340 - 09/07/2015 - „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 09.07.2015
№ დოკუმენტი 340
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №340

2015 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №275 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 200030000 10 003.017895) დამტკიცებულ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების შეტანის თარიღამდე არსებული საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის ოდენობას, მათ შორის: ძირითადი გადასახადის, მიმდინარე გადასახდელების, ჯარიმისა და საურავის ოდენობებს; საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახდელად შეთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმების თაობაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შეტანილ განცხადებაში მითითებული თარიღის (საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის თარიღი) შემდეგ, გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი, იძულებითი ღონისძიებების განხორციელებით ან გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, მესამე პირის მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები ითვლება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე