N 3451-XIIრს-Xმპ - 03/07/2023 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 03.07.2023
№ დოკუმენტი 3451-XIIრს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,3 ივლისი 2023 წ.

N3451-XIIრს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე