N 122 - 18/04/2012 - ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 18.04.2012
№ დოკუმენტი 122
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №122

2012 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. №II-06 დანართით დამტკიცებული „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის’’:

ა) III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) დეკლარაციის დანართი „ა“ – „საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) დეკლარაციის დანართი „ბ“-ს შემდეგ დაემატოს დეკლარაციის დანართი „გ“ – „დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას“ თანდართული რედაქციით.

2. 38-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-18 უჯრაში – რეზიდენტ ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი;“;

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) 25-ე უჯრაში – 22-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;

ა.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) 31-ე უჯრაში –28-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას;“;

ა.დ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) 36-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა;“;

ა.ე) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“-„ძ“ ქვეპუნქტები:

„ჩ) 42-ე უჯრაში - ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის;

ც) 43-ე უჯრაში - საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა;

ძ) 44-ე უჯრაში - პირთა რაოდენობა რომელზეც გაცემულია 43-ე უჯრაში ასახული თანხა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეკლარაციის დანართი „ა“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:

ა) მე-3 სვეტში აისახება შემოსავლის მიმღებ პირთა (გარდა რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისა) დასახელება;

ბ) მე-4 სვეტში აისახება ანაზღაურების გაცემის კონკრეტული თარიღი, ამასთან ხელფასის არაფულადი ფორმით ანაზღაურებისას ანაზღაურების გაცემის თარიღად ჩაითვლება თვის ბოლო რიცხვი;

გ) მე-5 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთ-მოგება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);

დ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა);

ე) მე-7 სვეტში აისახება შეღავათის ოდენობა (თანხა);

ვ) მე-8 სვეტში აისახება წყაროსთად დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;

ზ) მე-9 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 26-ე და 34-ე უჯრებში ასახული თანხების ჯამს.’’;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. დეკლარაციის დანართი „გ“–ში აისახება გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების ფაქტობრივად დადგენით დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, ფიზიკურ პირ(ებ)ზე თანხის დაბრუნების თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით.“.

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 

დ. გვინდაძე

 

ნაწილი III

#assignedTableId-1675531800106 {width: 456pt; margin-left: 4.65pt; margin: 0 auto !important; }განაცემის დასახელება

 

თანხა (ლარი)

 

დაქირავებით მომუშავეფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი, ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება.მათ შორის:

16

 

ექვემდებარება გადახდისწყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით)

17

 

რეზიდენტი ფიზიკურიპირებისათვის გადახდილი როიალტი

18

 

გადასახადის გადამხდელისმოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულიგანაცემები (გარდა პროცენტებისა)

19

 

არადაქირავებულფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებასდა ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისადა ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა)

20

 

ფიზიკურ პირებზეგაცემული დივიდენდები და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული პროცენტები

21

 

მუდმივი დაწესებულებისარმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება,რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა),მათ შორის,22

 

სსკ 134-ემუხლის პირველი ნაწილის:

„ გ” ქვეპუნქტით( განაკვეთი 10%);

23

 

„ დ” ქვეპუნქტით( განაკვეთი 4%);

24

 

„ ე” ქვეპუნქტით( განაკვეთი 10%).

25

 

გადახდის წყაროსთანდასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი (17,18,19,20,21,23,24,25 უჯრებში ასახული თანხებისშესაბამისი საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი)

26

 

საწარმოებზე (ორგანიზაციებზე)გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (შეღავათების ჩათვლით)

27

 

საწარმოებზე (ორგანიზაციებზე)გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (შეღავათების გამოკლებით),მათ შორის:

28

 

ა)სსკ 134-ე მუხლისპირველი ნაწილის:

„ გ” ქვეპუნქტით( განაკვეთი 10%);

29

 

„ დ” ქვეპუნქტით( განაკვეთი 4%);

30

 

„ ე” ქვეპუნქტით( განაკვეთი 10%).

31

 

ბ) გაცემული დივიდენდები(განაკვეთი 5 %)

32

 

გ) პროცენტები(განაკვეთი 5 %)

33

 

საწარომებისათვის(ორგანიზაციებისათვის) გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი(29,30,31,32,33 უჯრებში ასახული თანხების შესაბამისი საგადასახადო განაკვეთებზენამრავლის ჯამი)

34

 

ინფორმაციისათვის

 

გამოშვებული პროდუქციის(მომსახურების, შესრულებული სამუშაოს) ღირებულება

35

 

ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა,რომლებზეც გაცემულია მე–16 უჯრაში ასახული თანხა

36

 

არადაქირავებულფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებასდა არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას

37

 

ნაღდი ანგარიშსწორებითგანხორციელებული ბრუნვა. მათ შორის:

38

 

საკონტროლო–სალაროაპარატების საშუალებით

39

 

მაქსიმალური ხელფასი

40

 

მინიმალური ხელფასი

41

 

ნაღდი ფულისნაშთი თვის ბოლოსათვის

42

 

საქვეანგარიშოდგაცემული თანხა

43

 

პირთა რაოდენობარომელზეც გაცემულია 43-ე უჯრაშიასახული თანხა

44

 

დეკლარაციის დანართი „ა“

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემები

#assignedTableId-1675531800113 {width: 363.6pt; margin-left: 4.65pt; margin: 0 auto !important; }

 

შემოსავლის მიმღებ პირთა დასახელება

გაცემის თარიღი

განაცემის სახე

განაცემის ოდენობა

შეღავათის ოდენობა

წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი

გადასახადი (ლარი)

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

1

რეზიდენტ ფიზ . პირებზე განაცემები :

 

1.1

დაქირავებითმომუშავე ფიზიკური პირები

 

1.2

გადასახადისგადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზ.პირები,რომლებიც ეწევიან მომსახურებას

 

1.3

სხვა ფიზიკურიპირები

 

2

რეზიდენტ საწარმოებზე ( ორგანიზაციებზე ) განაცემები :

 

3

არარეზიდენტებზე განაცემები :

 

3.1

ოფშორულ ქვეყნებშირეგისტრირებული პირები

 

3.2

საქართველოშიმუდმივი დაწესებულების არმქონესხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები

 

3.3

საქართველოშიმუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტიფიზიკური პირები

 

დეკლარაციის დანართი „ გ“

დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული

საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას

 

#assignedTableId-1675531800121 {width: 405.75pt; margin-left: 4.65pt; margin: 0 auto !important; }№

დაქირავებული ფიზიკური პირისათვის დაბრუნებული

საშემოსავლო გადასახადის ოდენობა

დაკავების საანგარიშო

პერიოდი

დაბრუნების თარიღი