საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/82-2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/82-2024
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2024 წელი
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი - შალვა ქლიბაძე
მოსარჩელე შპს „-----”
დირექტორი -----
წარმომადგენელი -----
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი -----
მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი -----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული) (საქმე N 3/736-22):
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის N 3961 საგადასანადო შემოწმების შუალედური აქტი N 3961;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2021 წლის 29 დეკემბრის N 41824 ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2021 წლის 29 დეკემბრის N 081-433 საგადასახადო მოთხოვნა;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი 22.11.2022 წლის დასკვნა N 834 (საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე);
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.11.2022 წლის ბრძანება N 29490;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი 2022 წლის 25 ნოემბრის N 081-220 საგადასახადო მოთხოვნა;
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის N 5761 ბრძანება;
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული
დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის N 16195/2/2022 გადაწყვეტილება;
2. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული) (საქმე N 3/84-24):
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022წ. N 1617 შემოწმების აქტი;
2.2. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022წ. N 29827 ბრძანება;
2.3. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022წ. N 081-234 საგადასახადო მოთხოვნა;
2.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ - შემოსავლების სამსახურის 24.02.2022წ. N 359) ბრძანება;
2.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.05.2023წ. N 19154/2/2023 გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით აღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის ნომერი N 382-24;
მოსარჩელის განმარტებით (საქმე N 3/736-22):
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „-----“ (შემდგომში - „მოსარჩელე" „კომპანია") ჩაუტარდა საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი N 3961. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2021 წლის N 41824 ბრძანება და N 081-433 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 07.03.2022 წლის N 5761 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით უფლებამოსილი ორგანოებიდან გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია და შეღავათის არსებობის შემთხვევაში დაეზუსტებინა საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნული ბრძანება კომპანიის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 15.09.2022 წლის გადაწყვეტილებით N 16195/2/2022 მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 25.11.2022 წელს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N 081-22, რის მიხედვითაც შპს „-----“ საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 125604,85 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ - 64324 ლარი, ჯარიმა - 30113 ლარი და საურავი - 31167.85 ლარი. მოსარჩელე საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით შემდეგ ობიექტზე მდებარე:----- საკ. კოდი -----. მოსარჩელე წარმოადგენს აღნიშნულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელს. ----- N -----ში. არსებული მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია 1993 წელს გაცემული პროექტის საფუძველზე, ამ პერიოდში მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა N -----ს, ხოლო მშენებლობა განახლებულია 2008 წლის 22 ივლისს ქ.----- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული არქიტექტურული გეგმარებითი დავალების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენდა არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს. 2014 წლის 5 ნოემბერს ამხანაგობასა და შპს „-----" (ძველი სახელწოდება შპს „-----“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე, რის საფუძველზეც კომპანიამ უზრუნველყო ქ.----- N ----ში არსებული მიწის ნაკვეთზე 1993 წელს დაწყებული მშენებლობის გაგრძელება და ვადაში დაასრულა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე 81-ე ნაწილების შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათის მინიჭებისათვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ობიექტი, რომელზეც უნდა დადგინდეს შეღავათი, მშენებლობის რეჟიმში (თუნდაც მხოლოდ დოკუმენტურად) იყო 2008 წლის აგვისტოს პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე. იმ პირობებში, როდესაც საქმეში მითითებული ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ობიექტზე 1993 წელს დაწყებული სამშენებლო მტკიცებულებებით სამუშაოები შეთანხმებული პროექტის საფუძველზეა განხორციელებული და მშენებლობა საძირკვლის მოწყობის ეტაპზეა შეჩერებული, ხოლო განახლებული მშენებლობა დაწყებულია 2008 წლის 22 ივლისს გაცემული არქიტექტურული გეგმარებითი დავალების საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვით, კომპანია აკმაყოფილებს საშეღავათო პირობებს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები და ჩამოწერილ იქნეს მოსარჩელისთვის უკანონოდ დარიცხული გადასახადები.
მოსარჩელის განმარტებით (საქმე N 3/82-24):
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „-----" (შემდგომში „მოსარჩელე" „კომპანია") ჩაუტარდა საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 16/11/2022 შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი N 1617. შემოწმების აქტის საფუძველზე 29/11/2022 წელს გამოიცა N 29927, ბრძანება და 30/11/ 2022 წელს N 081-234 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით შპს „-----" საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 607 653.38 ლარის ოდენობით, მათ შორის მოგების გადასახადი 600221 ლარი, დღგ 199313 ლარი, ჯარიმა 394313 ლარი და საურავი 413806.38 ლარი. აღნიშნული აქტები კომპანიამ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში და მოითხოვა დარიცხული გადასახადების სრულად გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 24.02.2023 წლის N 3599 ბრძანებით კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის N 3599 ბრძანება შპს „-----" მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 11.05.2023 წლის გადაწყვეტილებით N 19154/2/2023 მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მოსარჩელისათვის საგადასახადო მოთხოვნის დაკისრებას აფუძნებს ორ გარემოებაზე, კერძოდ:
1. ფიზიკურ პირთან, ----- გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას აკვალიფიცირებს უპროცენტო სესხად და 2. ადგენს სხვაობას შპს „-----" მიერ განხორციელებულ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შპს „-----" არ ეთანხმება სადავო ადმ. აქტებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ვინაიდან თვლის, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, რაც დადასტურებულია ----- საქალაქო სასამართლოს 02.03.2023 წლის გადაწყვეტილებით N 3-385/22, რის საფუძველზეც ქ. ----- მერიას დაევალა მოსარჩელის შეყვანა დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ობიექტთა ნუსხაში, ხოლო უპროცენტო სესხის ნაწილში არ ეთანხმება ნასყიდობის არსებული სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის შეცვლას სესხად, რადგან კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის არ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის შემადგენლობა და იმ პირობებში, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს კომპანიისთვის სრულად აქვს გადახდილი უძრავი ქონებების ნასყიდობის ღირებულება, ამდენად, არ არსებობს საგადასახადო კანონდებლობით განსაზღვრული რაიმე საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვენ ბათილად იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები და ჩამოწერილ იქნეს მოსარჩელისთვის უკანონოდ დარიცხული გადასახადები.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებელისა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, უსაფუძვლობის გამო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის შპს „------“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია, ასევე სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო და მასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ასნა - განმარტება;
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 01.01.2011 წლიდან 01.01.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის თანახმად:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 385 097 ლარს. პირი აღრიცხვას აწარმოებს ელექტრონულად, ბუღალტრულ პროგრამა ორისში. შემოწმებამ გადასახადის გადამხდელისაგან გამოითხოვა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შემოწმებით დამუშავდა როგორც გადამხდელის მიერ წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და მესამე პირებისაგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ განხორციელებულ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული უძრავი ქონების რეალიზაციები, მიღებული ავანსები და გაწეული მომსახურებები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაციები გადასახადის გადამხდელს აღრიცხული აქვს სააღრიცხვო პროგრამაში, რომელიც თანხვედრაშია სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან და საბანკო ამონაწერებთან. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით პირს თავისი სააღრიცხვო მონაცემების შესაბამისად გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიზედვით.
2. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ განხორციელებულ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი შესამოწმებელ პერიოდში ----- (პ/ნ -----) რეალიზებული საცხოვრებელი ბინა (ს.კ -----). შესაბამისად პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქ. ----- ქ. N -----ში. აღნიშნულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის N -- ამხანაგობასთან (ს/ნ -----), რომლის მიხედვითაც მიწის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცა 1 714 კვ.მ საცხოვრებელი ფართები. ამასთან, 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ქალაქ ----- მერიისათვის უნდა გადაეცა 2 665 კვ. მ. ფართის საცხოვრებელი ბინები კომპანიამ 2019 წლის 19 აპრილს გააფორმა შეთანხმება საცხოვრებელი ბინების ----- მერიისათვის გაცემასთან დაკავშირებით, ასევე 2020 წლის 29 ივლისს გააფორმა შეთანხმება ამხანაგობისათვის კუთვნილი ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული ბარტერული ოპერაციები განხილული აქვს გრძელვადიან კონტრაქტად. შესაბამისად, 2018 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ნაწილში – დაბეგრილი აქვს 334 816 ლარი. სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, 2019 წლის აპრილის და 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდებში ჯამურად აღნიშნულ ოპერაციაზე დასაბეგრად განსაზღვრული აქვს 119 662 ლარი. აღნიშნული თანხიდან 46 849 ლარი დაბეგრილი აქვს 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში არ აქვს ასახული აღნიშნული ოპერაცია. აღნიშნული პერიოდები განსაზღვრა ქ.----- მერიისათვის და ამხანაგობისათვის კუთვნილი უძრავი ქონებების საკუთრებაში გადაცემის მომენტების შესაბამისად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით აღნიშნულ მიწაზე აშენებული შენობის საერთო ფართობი შეადგენს 26 492 კვ.მ.-ს. შემოწმებით დგინდება, რომ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წლის თებერვლის თვეში. თუმცა პირის მიერ წარდგენილი ახსნა განმარტებისა და დოკუმენტაციის მიხედვით ბინების გადაცემა ვერ ხდებოდა (ამხანაგობისათვის ბინები გადაცემულია 2020 წლის ივლისის თვეში), რადგან გადასაცემი ფართების ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონდიციამდე მისაყვანად საჭირო იყო დამატებითი ხარჯები, კერძოდ, ბინები უნდა ყოფილიყო სრულად აღჭურვილი საკომუნიკაციო სისტემებით, მათ შორის ელექტროენერგიით. ხოლო ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება განხორციელდა 2020 წლის 29 ივნისს, რაც დასტურდება დოკუმენტურად.
შემოწმებით, შპს-ს, მერიასა და ამხანაგობას შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა საწარმოს მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი. თავის მხრივ, აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი დადგინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, მათ შორის, ბაზარზე ამ მომსახურების მიწოდების მომენტისათვის იდენტური (მსგავსი) მახასიათებლების მქონე მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. შენობის საერთო ფართობისა და პირებისათვის გადასაცემი ფართების პროპორციის ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებთან შეპირისპირებით განისაზღვრა გრძელვადიანი კონტრაქტის ნაწილში წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს გრძელვადიანი კონტრაქტის ნაწილში 2018 წლის დეკემბრის თვეში ბრუნვა განესაზღვრა 368 298 ლარის ოდენობით. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2021 წლის N 41824 ბრძანება და N 081-433 საგადასახადო მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.12.2021წ. N 41824 ბრძანება;
საგადახდო მოთხოვნა N 081-433 (29.12.2021წ);
3.3. დადგენილია, რომ 29.12.2021 წლის N 41824 ბრძანება და N 081 -433 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 07.03.2022 წლის N 5761 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შეესწავლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის არსებობის პირობები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საჩივარი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.03.2022 წლის N 5761 ბრძანება;
3.4. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.03.2022 წლის N 5761 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის N 16195/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საჩივარი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15
სექტემბრის N 16195/2/2022 გადაწყვეტილება;
3.5. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წღიდან 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
1. გადამხდელი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 28 ნოემბრიდან, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2014 წლის 11 მაისს. აღრიცხვას აწარმოებს ელექტრონულად, ბუღალტრულ პროგრამა ორისში. საგადასახადო ორგანომ 2021 წლის 15 ივლისის N ----- შეტყობინების საფუძველზე გადასახადის გადამხდელისაგან გამოითხოვა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დამუშავდა, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, ასევე გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და მესამე პირებისაგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გამოვლინდა სხვაობა სააღრიცხვო პროგრამაში აღრიცხულ და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული უძრავი ქონების რეალიზაციები, მიღებული ავანსები და ასევე მომსახურებების გაწევები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაციები გადასახადის გადამხდელს აღრიცხული აქვს სააღრიცხვო პროგრამაში, რომელიც თანხვედრაშია დოკუმენტაციასთან და საბანკო ამონაწერებთან. რის გამოც 2021 წლის 1 იანვრამდე სააღრიცხვო მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად. მოსარჩელეს დაერიცსა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. -----------ზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაცია გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქ.----- N ---ში. აღნიშნულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის N ---- ამხანაგობასთან (ს/ნ -----), რომლის მიხედვითაც მიწის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცა 1 714 კვ. მ. საცხოვრებელი ფართები. ამასთან, 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პირს ქალაქ ----- მერიისათვის უნდა გადაეცა 2 665 კვ. საცხოვრებელი ბინები. ამასთან 2019 წლის 19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება საცხოვრებელი ბინების ----- მერიისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. ასევე, 2020 წლის 29 ივლისს გაფორმდა შეთანხმება ამხანაგობისათვის კუთვნილი ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. გადამხდელს აღნიშნული ბარტერული ოპერაციები განხილული აქვს გრძელვადიან. კონტრაქტად. აღნიშნულ ნაწილში, წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, პირს დაბეგრილი აქვს 46 849 ლარი 2020 წლის ივლისის თვის საანგარიმო პერიოდში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით; აღნიშნულ მიწაზე აშენებული შენობის საერთო ფართობი შეადგენს 26 492 კვ.მ.-ს. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წლის თებერვლის თვეში, თუმცა გადამხდელის ახსნა - განმარტებისა და დოკუმენტაციის მიხედვით, ბინების გადაცემა ვერ ხდებოდა (ამხანაგობისათვის ბინები გადაცემულია 2020 წლის ივლისის თვეში), რადგან გადასაცემი ფართების ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონდიციამდე მისაყვანად საჭირო იყო დამატებითი ხარჯები, კერძოდ, ბინები უნდა ყოფილიყო სრულად აღჭურვილი საკომუნიკაციო სისტემებით, მათ შორის, ელექტროენერგიით. ხოლო, ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება განხორციელდა 2020 წლის 29 ივნისს, რის გამოც საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 309-ე და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს-ს, ----- მერიასა და ამხანაგობას შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა საწარმოს მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი. თავის მხრივ, აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება საგადასანადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, მათ შორის, ბაზარზე ამ მომსახურების მიწოდების მომენტისათვის იდენტური (მსგავსი) მახასიათებლების მქონე მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. შემოწმებით, შენობის საერთო ფართობისა და პირებისათვის გადასაცემი ფართების პროპორციის ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებთან შეპირისპირებით განისაზღვრა გრძელვადიან კონტრაქტის ნაწილში წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს გრძელვადიანი კონტრაქტის ნაწილში 2019 წლის აპრილის თვეში ბრუნვა განესაზღვრა 80 094 ლარის ოდენობით, 2019 წლის დეკემბერში 51 534 ლარის ოდენობით და 2020 წლის ივლისის თვეში - 14 265 ლარის ოდენობით. პირს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა 2019 წლის დეკემბრის თვეში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო სხვა პერიოდებზე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.11.2022 წლის N 41824 ბრძანება და 30.11.2022 წლის N 081-234 საგადასახადო მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.11.2022 წ. N 41824 ბრძანება;
საგადახდო მოთხოვნა N 081-234 (30.11.2022 წ);
3.6. დადგენილია, რომ 29.11.2022 წლის N 41824 ბრძანება და 30.11.2022 წლის N 081-234 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში შემოსავლების სამსახურის 24.02.2023 წლის N 3599 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საჩივარი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 24.02.2023 წლის N 3599 ბრძანება;
3,7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 24.02.2023 წლის N 3599 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, საბჭოს მიერ 2023 წლის 11 მაისის N 19154/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საჩივარი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის N 19154/2/2023 გადაწყვეტილება;
3.8. ქალაქ ----- მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ქ. ----- მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ -----) შპს „-----" (ს/ნ -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით არ სარგებლობს და აღნიშნული ობიექტი არ იმყოფება ქ. ----- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ.----- მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილი N -----
3.9. ----- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის, კანონიერ ძალაში შესული, გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ დააკმაყოფილა. შპს „-----“ მოთხოვნა და ქ. ----- მუნიციპალიტეტის მერიას დაავალა ქ. ----- არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი საკ. კოდი ----- შეიტანოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე 81-ე ნაწილებით განსაზღვრულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ობიექტთა ნუსხაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გადაწყვეტილება (02.03.2023წ. საქმე N 3/385-22)
სააღსრულებო ფურცელი (12.02.2024. საქმე N 3/385-22)
3.10.. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საწარმომ 2019 წლის 26 ივლისს და 2019 წლის 26 აგვისტოს ფიზიკურ პირზე ----- განახორციელა უძრავი ქონებების რეალიზაცია. ჯამური ღირებულება განისაზღვრა 3 276 008 ლარით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ნასყიდობის ღირებულებიდან 1 280 000 ლარს შპს „----“ გადაუხდიდა 2019 წლის 26 ივლისიდან 1 კვირის ვადაში, ხოლო დარჩენილ 1996 008 ლარს დაფარავდა 10 წლის ვადაში. საწარმომ აღნიშნული ოპერაცია დაბეგრა დღგ-ით. მოსარჩელე ადნიშნავს, რომ ---- აღნიშნული დავალიანება სრულად დაფარა 2021 წლის 27 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით დავალიანება საწარმოს მიმართ არ გააჩნია.
ფიზიკურმა პირმა ---- შპს „------“საგან უძრავი ქონებების ყიდვის შემდგომ, აღნიშნული ფართები გაასხვისა შპს „------“-ზე, იმ პირობით, რომ ნასყიდობის ღირებულება შპს „-----“ უნდა მიეღო 1 წლის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები 26.07.2019წ. 26.08.2019წ.
ახსნა განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახდო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკმაყოფილებაზე გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ ინდივიდუალური კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო, მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის N 3961 საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი N 3961, 2021 წლის 29 დეკემბრის N 41824 ბრძანება, 2021 წლის 29 დეკემბრის N081-433 საგადასახადო მოთხოვნა, 22.11.2022 წლის დასკვნა N 834 (საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე), სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.11.2022 წლის ბრძანება N 29490, 2022 წლის 25 ნოემბრის N 081-220 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის N 5761 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის N 1195/2/2022 გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022წ. N 1617 შემოწმების აქტი. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022წ. N 29827 ბრძანება. დეპარტამენტის 30.11.2022წ. N 081-234 საგადასახადო მოთხოვნა. სსიპ შემოსავლების აუდიტის სამსახურის 24.02.2022წ. N 3599 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.05.2023წ. N 19154/2/2023. გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით – სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირს გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით აუცილებელია დადგინდეს მისი ნამდვილი ნება კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის შესრულებისას. მხოლოდ ოპერაციის ნამდვილი შინაარსის განსაზღვრის შემთხვევაშია შესაძლებელი იმის დადგენა, წარმოიქმნა თუ არა ის გარემოება, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამასთან, გადასახადების გაანგარიშების სისწორის და სისრულის და მათი დროულად გადახდის კონტროლი, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, საგადასახდო ორგანოს ვალდებულებაა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 მე-9 პრიმა ნაწილებით გაივალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981 984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაღვრება საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს საბაზრო ფასით, დამატებულიი ღირებულების გადასახადის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.
ამავე კოდექსის, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
შესაბამის პერიოდში. მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა.ა) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა - საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ.დ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კაენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე 4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის, გამოიყენება 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის შესაბამის პერიოდში მოქმედი 79-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე, უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 01 იანვრამდე პერიოდში განორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს 2023 წლის 01 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
ამავე მუხლის მე-80 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის, იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად, იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 14 დეკემბრის N 1082-VIმს–Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ- ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო. მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა.
ამასთან, ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 5 აგვისტოს N 25727 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----" (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შემოწმებაზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 29 დეკემბრის N 41824 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 081 433 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 120 037 ლარით, მათ შორის: გადასახადი 64 324 ლარი, ჯარიმა 30 113 ლარი, საურავი 25 600 ლარი.
2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების შემოწმებაზე 2022 წლის 16 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის N 29827 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 30 ნოემბრის N 081-234 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 1 607 653 ლარით, მათ შორის: გადასახადი 799 534 ლარი, ჯარიმა 394 313 ლარი, საურავი 413 806 ლარი. 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გამოცემული“ 2021 წლის 29 დეკემბრის N 081-433 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის N 5761 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის არსებობის პირობები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის N 5761 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის N 16195/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (საქმე N 3/736 22).
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის N 5761 ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 22 ნოემბერს გამოცემული იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლითაც საგადასახადო ვადებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ქალაქ ----- მერიიდან. ქალაქ ----- მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, „ქ.----- N----ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ------) შპს „-----" (ს/5 -----) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309 ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით არ სარგებლობს და აღნიშნული ობიექტი არ იმყოფება ქ. ----- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში." აღნიშნულის შესაბამისად გადამხდელს 2022 წლის 25 ნოემბერს წარედგინა N 081-220 საგადასახადო მოთხოვნა, რაც ასევე გასაჩივრებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ასევე 2022 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოცემული 2022 წლის 30 ნოემბრის N 081-234 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებული იქნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 თებერვლის N 3599 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის N 19154/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
დადგენლია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 28 ნოემბრიდან, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2014 წლის 11 მაისს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია, ასევე, სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო და მასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება. პირი აღრიცხვას აწარმოებს ელექტრონულად, ბუღალტრულ პროგრამა ორისში. შემოწმებამ 2021 წლის 15 ივლისის N ----- შეტყობინების საფუძველზე გადასახადის გადამხდელისაგან გამოითხოვა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებით დამუშავდა როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და მესამე პირებისაგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ზემოთხსენებული ინფორმაციის დამუშავების
შედეგად გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ განხორციელებულ სააღრიცხვო პროგრამაში აღრიცხულ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული უძრავი ქონების რეალიზაციები, მიღებული ავანსები და ასევე მომსახურებების გაწევები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაციები გადასახადის გადამხდელს აღრიცხული აქვს სააღრიცხვო პროგრამაში, რომელიც თანხვედრაშია სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან და საბანკო ამონაწერებთან. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა .დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 ე მუხლის მიხედვით.
შემოწმებით ასევე გამოვლინდა სხვაობა განხორციელებულ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, ----- უძრავი ქონების მიწოდების ოპერაცია გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით, ზემოაღნიშნულიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ასევე შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ქ.-----. N --- ში, აღნიშნულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის N ---- ამხანაგობასთან (ს/ნ -----), რომლის მიხედვითაც მიწის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცა 1 714 კვ. მ საცხოვრებელი ფართები. ამასთან, 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პირს ქალაქ ----- მერიისათვის უნდა გადაეცა 2 665 კვ. მ. ფართის საცხოვრებელი ბინები. 2019 წლის 19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება საცხოვრებელი ბინების ----- მერიისათვის გადაცემასთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ბარტერული ოპერაციები განხილული აქვს გრძელვადიან კონტრაქტად. აღნიშნულ ნაწილში, წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, შპს ----- დაბეგრილი აქვს 46 849 ლარი 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ მიწაზე აშენებული შენობის საერთო ფართობი შეადგენს 26 492 კვ.მ. ს. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წლის თებერვლის თვეში, თუმცა წარდგენილი ახსნა განმარტებისა და დოკუმენტაციის მიხედვით, ბინების გადაცემა ვერ ხდებოდა (ამხანაგობისათვის ბინები გადაცემულია 2020 წლის ივლისის თვეში), რადგან გადასაცემი ფართების ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონდიციამდე მისაყვანად საჭირო იყო დამატებითი ხარჯები, კერძოდ, ბინები უნდა ყოფილიყო სრულად აღჭურვილი საკომუნიკაციო სისტემებით, მათ შორის, ელექტროენერგიით. ხოლო, ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება განხორციელდა 2020 წლის 29 ივნისს, რაც დასტურდება დოკუმენტურად. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 309-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „------", ----- მერიასა და ამხანაგობას შორის გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის განხორციელებისას, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა საწარმოს მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი. თავის მხრივ, აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, მე-18 მუხლის გათვალისწინებით, მათ შორის, ბაზარზე ამ მომსახურების მიწოდების მომენტისათვის იდენტური (მსგავსი) მახასიათებლების მქონე მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. შემოწმებით, შენობის საერთო ფართობისა და პირებისათვის გადასაცემი ფართების პროპორციის ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებთან შეპირისპირებით განისაზღვრა გრძელვადიან კონტრაქტის ნაწილში წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს გრძელვადიანი კონტრაქტის ნაწილში 2019 წლის აპრილის თვეში ბრუნვა განესაზღვრა 80 094 ლარის ოდენობით, 2019 წლის დეკემბერში 51 534 ლარის ოდენობით და 2020 წლის ივლისის თვეში - 14 265 ლარის ოდენობით. პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა 2019 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო სხვა პერიოდებზე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლების მე-2 ნაწილის მიხედვით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქ.-----. მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ქ.-----. N ----ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ -----) კომპანია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით არ სარგებლობდა და აღნიმნული ობიექტი არ იმყოფება. ქ. ----- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ნუსხაში, თუმცა მოსარჩელის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოდგენილი იქნა ----- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის, კანონიერ ძალაში შესული, გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სასამართლომ დააკმაყოფილა შპს „-----“ მოთხოვნა და ქ. ----- მუნიციპალიტეტის მერიას დაავალა ქ. ----- არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი საკ. კოდი: ----- შეიტანოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე-81-ე ნაწილებით განსაზღვრულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ობიექტთა ნუსხაში. შესაბამისად მოსარჩელეზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე-81-ე ნაწილებით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ არსებობდა სადაო აქტების გამოცემის მომენტისათვის სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელების მიზნიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადაო აქტები ბათილად იქნას ცნობილი დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში.
რაც შეეხება 2022 წლის 16 ნოემბრის შემოწმების აქტში მოსარჩელისათვის დარიცხულ მოგების გადასახადს, კანონიერების საკითხს სასამართლო მიუთითებს:
მოსარჩელის განმარტებით, საწარმომ 2019 წლის 26 ივლისს და 2019 წლის 26 აგვისტოს ფიზიკურ პირზე ----- განახორციელა უძრავი ქონებების რეალიზაცია. ჯამური ღირებულება განისაზღვრა 3 276 008 ლარით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ნასყიდობის ღირებულებიდან 1 280 000 ლარს შპს „-----“ გადაუხდიდა 2019 წლის 26 ივლისიდან 1 კვირის ვადაში, ხოლო დარჩენილ 1 996 008 ლარს დაფარავდა 10 წლის ვადაში. საწარმომ აღნიშნული ოპერაცია დაბეგრა დღგ-ით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ------- აღნიშნული დავალიანება სრულად დაფარა 2021 წლის 27 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით დავალიანება საწარმოს მიმართ არ გააჩნია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზაურ გაბაიძემ შპს „-----“ უძრავი ქონებების ყიდვის შემდგომ, აღნიშნული ფართები გაასხვისა შპს „-----“, იმ პირობით, რომ ნასყიდობის ღირებულება შპს „-----“ უნდა მიეღო 1 წლის განმავლობაში.
სასამართლო მიუთითებს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ------- მიერ იგივე ფართები სრულად და იმავე ფასად რეალიზებულია შეძენიდან ერთი თვის ვადაში, იმ პირობით, რომ თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 წლის ვადაში. ნასყიდობის ფასი --------- მიღებული აქვს სრულად, ხოლო აღნიშნული ქონების საკომპენსაციო თანხის ნაწილი, 2 723 153 ლარი, შპს „-----“ შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე უფიქსირდება დავალიანების ნაშთში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახური პოზიციას, რომ ----- უძრავი ქონებების რეალიზაცია წარმოადგენდა ფორმალურ ოპერაციას, რის შედეგადაც, გადასახადის გადამხდელმა თავიდან აირიდა
აღნიშნული ფართების პირდაპირი რეალიზაციის შემდგომ მიღებული ფულის დამფუძნებელზე გადაცემით წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 97 ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 981 - 98 მუხლებით, 982 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ამავე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, მართებულად ჩაითვალა ----- მიერ განხორციელებული რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა შპს „-----“ მიერ მიღებულად და თანხის ის ნაწილი, რომელიც შემოწმების დასრულების დროისათვის არ მიუღია შპს „------“ (2 723 453 ლარი) მიჩნეული იქნა გაცემულ უპროცენტო სესხად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, სადაო აქტები სრულ შესაბამისობაშია, საგადასახადო კოდექსთან და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.
6.3. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ გამოიტანოს ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6011 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიმნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „-----“- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი N 3961 დამატებითი ღირებულების დარიცხვის წილში, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 29.12.2021 წლის N 41824 ბრძანება დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 29.12.2021 წლის N 081-433 საგადასახადო მოთხოვნა დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 25.11.2022 წლის ბრძანება N 29490 დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა N 081-220 დამატებითი ღირებულების დარიცნვის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 07/03/2022 წლის ბრძანება N 5761 შპს „----- “-ს დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება N 16195/2/2022 შპს „------“-ს დამატებითი ღირებულების 15.09.2022 წლის დარიცხვის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის N 3961 საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2021 წლის 29 დეკემბრის N 41824 ბრძანება დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2021 წლის 29 დეკემბრის N 081–234 საგადასახადო მოთხოვნა დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2022 წლის 25 ნოემბრის N 081–220 საგადასახადო მოთხოვნა დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის N 5761 ბრძანება შპს „-----“-ს დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის N 16195/2/2022 გადაწყვეტილება შპს „-----“-ს დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს ეთქვას უარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუოვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს, სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემელ, შემთხვევაში დადგენილია, რომ N 3/736-22 ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე მხარემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 3 768.15 ლარი, ხოლო N 3/82–24 ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე მხარემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 5000 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ მოპასუხეებს სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 4 384.075 (ოთხი ათას სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და ნოლ სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი N 3961 დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში;
3. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 29.12.2021 წლის N 41824 ბრძანება დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში;
4. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 29.12.2021 წლის N 081-433 საგადასახადო მოთხოვნა დამატებითი ღირებულების დარიცნვის ნაწილში;
5. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 25.11.2022 წლის ბრძანება N 29490 დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში;
6. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საგადასანადო მოთხოვნა N 081-220
დამატებით ღირებულების დარიცხვის ნაწილში.
7. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 07/03/2022 წლის ბრძანება N 5761 შპს „------“-ს დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
8. ნაწილობრივ ბათიღად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განნილვის საბჭოს 15.09.2022 წლის გადაწყვეტილება N 16195/2/2022 შპს „-----“-ს დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის N 3961 საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში;
10. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2021 წლის 29 დეკემბრის N 41824 ბრძანება დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში;
11. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2021 წლის 29 დეკემბრის N 081–234 საგადასახადო მოთხოვნა დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში;
12. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2022 წლის 25 ნოემბრის N 081-220 საგადასახადო მოთხოვნა დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში;
13. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის N 576 ბრძანება შპს „-----“-ს დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
14. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განიილვის საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის N 16195/2/2022 გადაწყვეტილება შპს „------“-ს დამატებითი ღირებულების დარიცხვის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს ეთქვას უარი.
15. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „-----“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 4 384,075 (ოთხი ათას სამას ოთხმოცდაოთხი ღარი და ნოლ სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება.
16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ - საქმეთა. პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის ქუჩა N 11) მხაეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე
მიხეილ ბებიაშვილი
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია, ასევე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება. საკითხი ეხება ბარტერულ ოპერაციებს, რომელიც განხილულია გრძელვადიან კონტრაქტად. შემოწმებისშედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული უძრავი ქონების რეალიზაციები, მიღებული ავანსები და ასევე მომსახურებების გაწევები. გამოვლინდა სხვაობა განხორციელებულ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აღსანიშნავია, ისიც რომ აღნიშნული ოპერაციები გადასახადის გადამხდელს აღრიცხული აქვს სააღრიცხვო პროგრამაში ორისი, რომელიც თანხვედრაშია სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან და საბანკო ამონაწერებთან.
ასევე შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი რაზეც არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცა საცხოვრებელი ფართები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით პირს თავისი სააღრიცხვო მონაცემების შესაბამისად გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.