N 1460-Vმს-XIმპ - 01/04/2026 - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ს“ და „ა.ტ“ ქვეპუნქტები:
„ა.ს) ფაქტორინგული კომპანია;
ა.ტ) ფაქტორინგული პლატფორმა;“.
2. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,1 აპრილი 2026 წ.
N1460-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე