ფიქტიური ანგარიშ-ფაქტურა/ზედნადები N 0207

0207 ფიქტიური ანგარიშ-ფაქტურა/ზედნადები - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 0207
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფიქტიური ანგარიშ-ფაქტურა/ზედნადები N 0207

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული იქნა უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ანგარიშ-ფაქტურაში/ზედნადებში ასახული თანხა

•პირმა განახორციელა დღგ-ის ჩათვლა უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ანგარიშ-ფაქტურის გამოყენებით

•ანგარიშვალდებულ პირს ფიქტიურ ოპერაციაზე გაცემული საქვეანგარიშო თანხა ჩამოეწერა

შეფასება

•ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვებში არ უნდა ასახულიყო ანგარიშ-ფაქტურაში/ზედნადებში მითითებული თანხა

•დღგ-ის ჩათვლებში არ უნდა ასახულიყო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხა

•საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ჩამოწერილი თანხა უნდა ჩაეთვალოს სახელფასო განაცემად და ამავე თანხით გაიზარდოს გამოსაქვითი თანხები შესაბამისი პერიოდების მიხედვით

ღონისძიებები

•საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი

•უნდა დაზუსტდეს გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან და დღგ-ის ჩათვლები

•პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ-ის 132-ე მუხლი)

•გადამხდელი დაჯარიმდება ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ით (სსკ-ის 138-ე მუხლი)

•პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან გადასახადის თანხის დაუკავებლობისათვის (სსკ 134-ე მუხლი)

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით