N 2-647 - 18/07/2024 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 18.07.2024
№ დოკუმენტი 2-647
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-647

2024 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

ა) პირველი მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან მიღებული საკვებისა და საკვებდანამატების ექსპორტისათვის (დანართი №39)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ78 - ჰ81 ქვეპუნქტები:

„ჰ78) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში საამქროს მიერ წარმოებული ცხოველის საკვებად განკუთვნილი ძაღლის საღრღნელი ძვლის ექსპორტისათვის (დანართი №111);

ჰ79) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში საამქროს მიერ წარმოებული შინაური ბინადარი ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №112);

ჰ80) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში ექსპორტისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი ძაღლის საღრღნელი ძვალი (დანართი №113);

ჰ81) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი შინაური ბინადარი ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №114).“.

2. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართები №111-114.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და

სოფლის მეურნეობის მინისტრი

ოთარ შამუგია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე