N 3948-XIIIმს-Xმპ - 15/12/2023 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელზედაც უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება ცნობისა და აღსრულების შესახებ;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,15 დეკემბერი 2023 წ.
N3948-XIIIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე