N 353 - 23/09/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №353
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, III ნაწილი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. (ამოღებულია – 18.11.2011, №439).
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში:
ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679490210338 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }„6
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემა
20 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
უფასო
100 ლარი.“;
ბ) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679490225416 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; } „13
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703,8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულიმექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების მიზნით სასაქონლო დეკლარაციი სწარდგენის ვადის გაგრძელება საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე)
არა უმეტეს 5 კალენ-დარული დღის ვადით – ყოველ კალენდარულ დღეზე 20 ლარი;
5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი.“;
გ) 86-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679490242735 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }„86
სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (სეს ესნ-ის 8701,8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები)სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისგარდა)
50 ლარი.“;
დ) 92-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679490300309 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }„92
საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის, საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭება
1 სამუშაო დღე–
200 ლარი;
3 სამუშაო დღე–
150 ლარი.“;
ე) დაემატოს 95-ე გრაფა შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679490332282 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }„95
საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა
3 სამუშაო დღე
3 სამუშაო
დღეზე ნაკლები
უფასო
100 ლარი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №439 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.