N 529 - 26/12/2012 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №529
2012 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანების (სსმ, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016354, 26.04.2012 წ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 781 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება/სავალდებულო მარკირება განხორციელდეს 2013 წლის 1 მარტიდან.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური