ხარჯების გამოქვითვა N 0210
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ხარჯების გამოქვითვა N 0210
ფაქტობრივი გარემოებები
· პირის მიერ საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შედგენილია სსკ-ის 72-ე (ძვ. 93-ე) მუხლით დადგენილი ნორმების დაცვით და მასში ასახული თანხები გამოქვითულია, თუმცა პირს არ გააჩნია სასაქონლო ზედნადები.
· საქონლის ფაქტობრივი შესყიდვა დასტურდება.
შეფასება
პირმა სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ხარჯები, რომელზეც გააჩნია სსკ-ის 72-ე (ძვ. 93-ე) მუხლის ნორმების დაცვით შედგენილი დოკუმენტები, აღნიშნულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების წარდგენა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ღონისძიებები
პირის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 16 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით