უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება N 2103
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება N 2103
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის მომსახურების ღირებულებას განსაზღვრავს მის მიერ დადგენილი ტარიფებით, რომლის მიხედვითაც საქონლის შენახვის პირველი სამი დღე უფასოა ხოლო შემდგომ ყოველ დღეზე კილოგრამზე ტარიფით დადგენილი განაკვეთით გაიანგარიშებს საქონლის შენახვის მომსახურების ღირებულებას
· საწარმომ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების თანხა არ აიღო ერთობლივ შემოსავალში და არ დაბეგრა მოგების გადასახადითა და დღგ-ით
შეფასება
· საწარმოს პირველი 3 დღის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების თანხა (ტარიფი) უნდა აეღო ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა მოგების გადასახადითა და დღგ-ით
ღონისძიებები
· ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ის ბრუნვა უნდა გაიზარდოს უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების თანხის ოდენობით
· შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება (სსკ-ის 132-ე მუხლი)
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით