სპეციალური სავაჭრო კომპანია N 2522
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სპეციალური სავაჭრო კომპანია N 2522
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი, ახორციელებს მის მიერ შემოტანილი უცხოური საქონლის რეექსპორტს გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ-ის) ტერიტორიიდან
· I ვარიანტი: საწარმოს მიერ 2013 წლის განმავლობაში გეზ-ის ტერიტორიიდან განხორციელებულია 10 მლნ ლარის ღირებულების (საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულება 9 მლნ ლარი) უცხოური საქონლის რეექსპორტი. საწარმომ საქართველოს წყაროდან მიღებული 10 მლნ ლარი არ დაბეგრა მოგების გადასახადით (ასახა დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ შემოსავალში)
· II ვარიანტი: საწარმოს მიერ 2013 წლის განმავლობაში გეზ-ის ტერიტორიიდან განხორციელებულია 10 მლნ ლარის ღირებულების (საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულება 9 მლნ ლარი) უცხოური საქონლის რეექსპორტი. საწარმომ 10 მლნ ლარი ასახა ერთობლივ შემოსავალში და დაბეგრა მოგების გადასახადით დადგენილი წესით
შეფასება
· სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისგან (სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი)
· სპეციალურ სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს უფლება აქვს საბაჟო საწყობიდან განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი, გარდა ამისა უფლება აქვს მიიღოს სხვა შემოსავალი, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს. (სსკ-ის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტები)
· იმის გათვალისწინებით, რომ გეზი არ განიხილება ნებართვის მქონე საბაჟო საწყობად, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება მხოლოდ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტი, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტი ((9 000 000*5%) = 450 000) ნაკლებია 1 მლნ ლარზე
ღონისძიებები
· I ვარიანტში - საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი. დეკლარაციაში გადასახდის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ 275-ე მუხლით - საწარმო დაჯარიმდება ნებართვის მქონე საწყობის გარეშე საქონლის რეექსპორტით მიღებული შემოსავლის დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე გადამეტებული თანხის 50%-ის - 4 775 000 (10 000 000 - (9 000 000*5%) * 50%) ოდენობით. (სსკ-ის მუხლი 2881)
· II ვარიანტში საწარმო დაჯარიმდება ნებართვის მქონე საწყობის გარეშე საქონლის რეექსპორტით მიღებული შემოსავლის დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე გადამეტებული თანხის 50%-ის - 4 775 000 (10 000 000 - (9 000 000*5%) * 50%) ოდენობით. (სსკ-ის მუხლი 2881)