საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურება (გადაზიდვის პირობები) N 2507
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურება N 2507
ფაქტობრივი გარემოებები
•პირს (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) იმპორტირებული აქვს საქონელი
•I ვარიანტი: საქონელი მიწოდებულია CIF ფოთი პირობით (გამყიდველი იხდის საქონლის ფოთამდე მიტანის ყველა ხარჯებს დაზღვევისა და სადაზღვევო პრემიის ჩათვლით) საბაჟო დეკლარაციაში და ინვოისში ცალკეა გამოყოფილი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება
•II ვარიანტი: საქონელი მიწოდებულია CIF ფოთი პირობით (გამყიდველი იხდის საქონლის ფოთამდე მიტანის ყველა ხარჯებს დაზღვევისა და სადაზღვევო პრემიის ჩათვლით) საბაჟო დეკლარაციაში ან თანმხლებ დოკუმენტებში არ არის გამოყოფილი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება
•III ვარიანტი: საბაჟო დეკლარაციის მიხედვით მიწოდების პირობაა - DOU- თბილისი ("ინკოტერმსი" -ს მიხედვით "გამყიდველმა თავის თავზე აიღო ტრანსპორტირების (საერთაშორისო გადაზიდვა) ხარჯი თბილისამდე"), მაგრამ ინვოისში ცალკე არის გამოყოფილი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში - არა
•IV ვარიანტი: საქონელი მიწოდებულია FCA - მიუნხენი პირობით (გამყიდველი თავის მოვალეობას ამოწურულად თვლის, როცა საქონელს ძირითად ტრანსპორტზე (გემზე, ვაგონზე, თვითმფრინავში) დატვირთვის ადგილამდე და საბაჟო მოსაკრებლებიდან "განწმენდილს" გადასცემს გადამზიდველს მიუნხენში. საბაჟო დეკლარაციასა და ინვოისში ცალკეა გამოყოფილი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება
•საწარმოს არც ერთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ნაწილში გაწეული ხარჯი დაბეგრილი არა აქვს გადახდის წყაროსთან (სსკ-ის 197-ე მუხლის მიხედვით)
შეფასება
•ოთხივე ვარიანტში საქონლის მიწოდება შეიცავს საერთაშორისო გადაზიდვის და შესაბამისად, სატრანსპორტო მომსახურების კომპონენტს. ამდენად, სსკ-ის 24-ე მუხლის 24.1 "ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავალი ითვლება საქართველოს წყაროდან მიღებულად
•რეზიდენტი იმპორტიორის საგადასახადო აგენტის ვალდებულების წარმოშობას განაპირობებს "ინკოტერმსის"-ს მიხედვით განსაზღვრული მიწოდების პირობა. კერძოდ, რომელი მხარე იღებს სატრანსპორტო გადაზიდვის ვალდებულებას. ამასთან, აგენტის ვალდებულების განსაზღვრისას მნიშვნელობა არა აქვს ინვოისში სატრანსპორტო მომსახურების ცალკე გამოყოფას
•იმპორტიორს საგადასახადო აგენტის ვალდებულება წარმოეშობა მე-4 ვარიანტში
•პირველ, მე-2, მე-3 ვარიანტებში საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები ვალდებულია საგადასახადო ანგარიშგება განახორციელოს დამოუკიდებლად (სსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტი)
ღონისძიებები
•პირველ, მე-2 და მე-3 ვარიანტებში, თუ ოპერაციის შინაარსის მიხედვით, სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ადგილი არა აქვს იმპორტიორს არ დაეკისრება შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება
•IV ვარიანტის შემთხვევაში, გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 132-ე და 134-ე მუხლების შესაბამისად