N 352 - 30/12/2025 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 ივნისის №168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №352
2025 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 ივნისის №168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 30 ივნისის №168 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017934) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2027 წლის 1 იანვრამდე, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20) პირველი მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვისას – მხოლოდ საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით ავტოსატრანსპორტო საშუალებით/მისაბმელით საქონლის გადატანის დროს), თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას აღნიშნულ საქონელზე არ არის წარდგენილი ტრანზიტის დეკლარაცია, პირს ეძლევა ტრანზიტის პროცედურაში საქონლის დეკლარირების უფლება ტრანზიტის დეკლარაციის 6 სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა) წარდგენის პირობით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე