საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრი ობიექტი N 2402
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრი ობიექტი N 2402
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ დაქირავებულ პირს სახელფასო ბარათზე გადაურიცხა 800 ლარი
•საწარმომ დაადეკლარირა და ბიუეჯტში გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი - 160 ლარი
•საწარომ ხარჯებში გამოქვითა 960 ლარი
•ვარიანტი 1: დაქირავებულ პირზე დარიცხული ხელფასი იყო 1 000 ლარი
•ვარიანტი 2: დაქირავებულ პირზე დარიცხული ხელფასის ოდენობა დოკუმენტურად არ დასტურდება ( არ არსებობს შესაბმისი უწყისი/კონტრაქტი)
შეფასება
•ორივე ვარიანტში:
ა) საწარმოს საშემოსავლო გადასახადი უნდა დაეკავებინა დარიცხული ხელფასიდან - 1 000 ლარიდან (200 ლარი)
ბ) ხარჯებში უნდა გაეტარებინა 1 000 ლარი;
გ) 200 ლარი უნდა გადაეხადა 800 ლარის გადარიცხვიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა
ღონისძიებები
•ორივე ვარიანტში:
ა) საწარმოს დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი - 40 ლარი (200 ლარი - 160 ლარი);
ბ) საწარმოს გაეზრდება გამოქვითვები 40 ლარით (1 000 ლარი - 960 ლარი);
გ) საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაუკავებლობის გამო;
დ) საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების გამო