ბრძანება N 9914

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.05.2026
№ დოკუმენტი 9914
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9914

06 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- ----- (პ/ნ -----) (მის: ----- )

2026 წლის 17 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი N 35) განიხილა ი/მ ----- (პ/ნ -----) N 61760/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 20 მარტის N EL310899 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ექსპორტიორმა კომპანიამ აცნობა, რომ აწვდიდა ხილის წვენებს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა აქციზური მარკები. გამოგზავნილ ინვოისში საქონლის კოდი მითითებული იყო 200991998, რომელიც ასახულ იქნა საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო საქონლის დასახელება ჩაიწერა „ხილის წვენი“. ტვირთის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია და შესაბამისად იხელმძღვანელა ექსპორტიორის მიერ მოწოდებული დოკუმენტების მონაცემებით.

ტვირთის დათვალიერებისა და ექსპერტიზის შედეგად საქონლის კოდი შეიცვალა, განისაზღვრა 220299819000 და დაექვემდებარა სავალდებულო მარკირებას.

მომჩივანი მიუთითებს, რომ იმ საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელზეც სანქცია გავრცელდა 55961,45 ლარია, თუმცა მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო სანქციის ოდენობა 7013,37 ლარს შეადგენს და გაუგებარია, თუ როგორ მოხდა სანქციის ოდენობის გაანგარიშება.

აღნიშნულზე და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 14 მარტს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ინდ.მეწარმე ----- (ს/ნ ----- ) მიერ ელექტრონულად წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე შევსებულ იქნა N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა ----- რესპუბლიკიდან შემოსატანი სხვადასხვა დასახელების საქონელი.

2026 წლის 17 მარტს, წინასწარ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-----“ მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებისას აღნიშნული დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქონელი და მისი გადამზიდი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება გაშვებულ იქნა ----- გაფორმების განყოფილების (-----) დანიშნულებით.

ქ. ----- მდებარე შპს „-----“ კუთვნილ საბაჟო საწყობში წარდგენილი საქონლის დათვალიერების, მისი თანმხლები დოკუმენტაციის (მ.შ. საბაჟო დეკლარაცია) შემოწმებისა და სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გამოირკვა, რომ N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე დეკლარირებული იყო სეს ესნ-ის 2009 19 980 00 კოდში შემავალი ხილის წვენი (რაოდენობით 11 097 ცალი, ბრუტო წონით 5 399 კგ, ნეტო წონით 5 388 კგ, საბაჟო ღირებულებით 7 013.37 ლარი,), თუმცა, აღნიშნული საქონლის („სხვადასხვა საგემოვნო არომატული სასმელი შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობით“) შესაბამის სასაქონლო კოდს წარმოადგენს არა დეკლარანტის მიერ გაცხადებული კოდი, არამედ სეს ესნ-ის 2202 99 190 00 კოდი (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2026 წლის 20 მარტის N ----- 2026 ექსპერტიზის დასკვნა).

ვინაიდან დასახელებული საქონლის შესაბამის სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტი/თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ექვემდებარება სავალდებულო მარკირებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო შესრულებული, ----- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 20 მარტს შედგენილი N EL310899 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, ინდ.მეწარმე ----- (ს/ნ ----- ) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7013.37 ლარის (სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების) ოდენობით.

2026 წლის 21 მარტს წარდგენილ იქნა N ----- საგადახდო დავალება აღნიშნული ჯარიმის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ, ხოლო 2026 წლის 23 მარტის N -----/21-11 განცხადებით ი/მ ----- ითხოვა საბაჟო საწყობში განთავსებულ ზემოთ აღნიშნულ საქონელზე მარკირების განხორციელების უფლება, სავალდებულო მარკირების განხორციელების შემდეგ კი, საქონელი 2026 წლის 23 მარტის N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 781 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია ნებისმიერი მოცულობის ჭურჭელში, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების გადასაზიდი ჭურჭლისა და იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ვალდებულება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს, ასევე, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს არააქციზური საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანისას.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს:

გ) საქონლის იმპორტის განხორციელებამდე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილია, რომ სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირება − იწვევს დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

დადგენილია, რომ N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე დეკლარირებული ხილის წვენის („სხვადასხვა საგემოვნო არომატული სასმელი შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების შემცველობით“) სასაქონლო კოდს წარმოადგენს სეს ესნ-ის 2202 99 190 00 კოდი, მისი იმპორტი/თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ექვემდებარება სავალდებულო მარკირებას.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ დასახელებული საქონელი მარკირების გარეშე იყო თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დეკლარირებული, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 179-ე მუხლით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე დეკლარირებული ხილის წვენის საბაჟო ღირებულება წარმოადგენს 7 013.37 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 179-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა სავალდებულო მარკირებისადმი დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დასტურდება, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანმა შემოტანილი საქონელი არასწორი სასაქონლო კოდით დაადეკლარირა, რის შედეგადაც არ განხორციელდა სავალდებულო მარკირება. საბაჟო შემოწმების შემდეგ ი/მ დაეკისრა ჯარიმა, რომელიც გადაიხადა, შემდეგ კი საქონელი დაამარკირა, რომელიც გაუშვა თავისუფალ მიმოქცევაში.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

179; 163(1)(11);.