2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე

ბრძანება 18.12.2024
№ დოკუმენტი 403
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 403

18/12/2024

2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის

გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და

2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო

სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 72-ე, 73-ე და 74-ე პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან სიგარეტებზე/უფილტრო სიგარეტებზე თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებულ, წვის პროცესის გარეშე ინჰალაციისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე, თამბაქოს ან „აღდგენილი“ თამბაქოს შემცველობით, 20 ცალზე/20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.

 

2. 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი დანართი №2-ის შესაბამისად.

 

3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისთვის ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).

 

ლაშა ხუციშვილი

მინისტრი