სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი N 2505

2505 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 07.09.2010
№ დოკუმენტი 2505
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი N 2505

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს, რომელსაც აქვს სათამაშო ბიზნესის ნებართვა, საქმიანობას ეწეოდა 2 კვარტალის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე

•ერთი კვარტლის მიხედვით, ბიზნესის მოსაკრებელი შეადგენდა 3 000 ლარს, ხოლო მეორე კვარტალის მიხედვით - 4 500 ლარის

შეფასება

•სახეზეა სსკ-ის 133-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე

ღონისძიებები

•პირი დაჯარიმდება გადასახდელი თანხის 100%-ით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა ანუ 3 000 ლარი + 4 500 ლარი = 7 500 ლარი