ბანკის მიერ ვალდებულებების დარღვევა N 2502

2502 ბანკის მიერ ვალდებულებების დარღვევა - ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2502
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ბანკის მიერ ვალდებულებების დარღვევა N 2502

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს, დადგენილ ვადაში, გასაჩივრებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა

•საგადასახადო მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, ბანკის მიერ გაცემულია ცნობა სადეპოზიტო ანგარიშზე სათანადო თანხის შეტანის შესახებ

•საწარმომ მოსთხოვა ბანკს სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის ნაწილის (2000 ლარის) გადარიცხვა კომერციული ინტერესებისათვის

•ბანკმა დააკმაყოფილა საწარმოს მოთხოვნა ისე, რომ არ გააჩნდა საგადასახადო ორგანოს ნებართვა სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის შესახებ

შეფასება

•სახეზეა ბანკის მიერ სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევა

ღონისძიებები

•ბანკი დაჯარიმდება განკარგული თანხის 100 %-ის ოდენობით, ანუ 2 000 ლარით