დეკლარაციაში გადასახადის შემცირება N 2310

2310 დეკლარაციაში გადასახადის შემცირება 07.09.2010
№ დოკუმენტი 2310
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დეკლარაციაში გადასახადის შემცირება N 2310

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს 2009 წლის მოგების დეკლარაციაში საანგარიშო წლის ზარალის თანხამ შეადგინა 20 000 ლარი

•ვარიანტი 1: საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ზარალის თანხა შეადგენდა 5 000 ლარს

•ვარიანტი 2: პირს დაუფიქსირდა მოგების გადასახადის თანხა - 30 000 ლარი

შეფასება

•პირველ ვარიანტში, გაზრდილია საანგარიშო წლის მიხედვით ზარალი

•მე-2 ვარიანტში, სახეზეა დეკლარაციაში მოგების გადასახადის შემცირება

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში, უნდა დაკორექტირდეს (შემცირდეს) საანგარიშო წლის ზარალი, ამასთან პირს არ დაეკისრება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია მის მიერ გადასახადის თანხის შემცირებას

•მე-2 ვარიანტში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ანუ მოგების გადასახადის - 30 000 ლარის 75 %-ის ოდენობით - 22 500 ლარით და შემოწმების მასალები გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ვინაიდან შემცირებული თანხა აღემატება 25 000 ლარი