გადაწყვეტილება №24136/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24136/2/2024
17 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 15.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24136/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის №002-179 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 28 451,99 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 21 457
დღგ - 18 089
საშემოსავლო გადასახადი - 3 368
ჯარიმა - (-1)
საურავი - 6 995,99
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 23 თებერვალს, ხოლო დღგის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს ფქვილს და აწარმოებს როგორც თონის პურს (ფიქსირებული გადამხდელის სტატუსით), ასევე საცხობში სხვადასხვა ცომეულს.
გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ არ აწარმოებს ბუღალტერიას. საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ფასნამატის განსასაზღვრად ვერ დაეყრდნო დოკუმენტურ რეალიზაციას (ყოველ საანგარიშო პერიოდში დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება მთლიანი რეალიზაციის თვითღირებულების 5% ნაკლებია) და ვერც მიმდინარე კონტროლის შედეგებს (არ არის ჩატარებული), აღებული იქნა მსგავსი საწარმოს აუდირებული ფასნამატი - 20% (გადამხდელი აღნიშნავს, რომ თავადაც მსგავსი ფასნამატი აქვს) და გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე.
ასევე, შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დაყრდნობით, ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები შესამოწმებელ პერიოდამდე არსებულ პერიოდზე და საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უწევს 1.01.2020 წლიდან. საგადასახადო კოდექსის 951 მუხლისა და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, 1.01.2020 წლიდან მომჩივანს გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და როგორც თონიდან, ასევე საცხობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი და განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე (2021 წლამდე მოქმედი 161-ე) მუხლების გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-296 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4840 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-296 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2024 წლის (№618/2) დასკვნის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-296 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.
აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2024 წლის (№618/2) დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 13.09.2024 წლის №002-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განმხილველ საბჭოში მოთხოვნილი იყო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება. დავების განმხილველი საბჭოს მიერ განმარტებულია, რომ დაკმაყოფილდა მომჩივნის მოთხოვნა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მოიხსნა მხოლოდ ჯარიმის თანხა, თუმცა აღნიშნული მუხლის განმარტებით საგადასახადო სანქცია არის საურავიც, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას და მოეხსნას საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 23 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს ფქვილს და აწარმოებს როგორც თონის პურს (ფიქსირებული გადამხდელის სტატუსით), ასევე საცხობში სხვადასხვა ცომეულს. არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე შემოწმებით გავრცელებული იქნა მსგავსი საწარმოს აუდირებული ფასნამატის (20%). საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უწევს 1.01.2020 წლიდან, ამავე თარიღიდან მომჩივანს გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და როგორც თონიდან, ასევე საცხობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002- 296 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2024 წლის (№618/2) დასკვნის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №002-296 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2024 წლის (№618/2) დასკვნა გამოცემულია საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საურავიც წარმოადგენს სანქციას, საბჭოში საჩივრის განხილვის დროს მოთხოვნილი ჰქონდა სანქციისგან გათავისუფლება და უნდა მოეხსნას საურავიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 23 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს ფქვილს და აწარმოებს როგორც თონის პურს (ფიქსირებული გადამხდელის სტატუსით), ასევე საცხობში სხვადასხვა ცომეულს. არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე შემოწმებით გავრცელებული იქნა მსგავსი საწარმოს აუდირებული ფასნამატი (20%). მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უწევს 1.01.2020 წლიდან, ამავე თარიღიდან მომჩივანს გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და როგორც თონიდან, ასევე საცხობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 27.06.2024 წლის №22675/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 956(1-დ) 269(7); 282; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;