N 529 - 05/12/2025 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 05.12.2025
№ დოკუმენტი 529
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №529

2025 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“:

1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ავტორიზებული ქვეყანა − ექსპორტიორი ქვეყანა ან ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორია, საიდანაც ნებადართულია საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროდუქციის თითოეული სახეობისთვის დამახასიათებელი შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე;“.

 

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ნებართვის გამცემი ორგანოები

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებია: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო.“.

 

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი დასაშვებია, თუ:

ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია წარმოშობილია ავტორიზებულ ქვეყანაში ან ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც შეტანილია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნების − ავტორიზებული ქვეყნების სიაში;

ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია წარმოებულია იმ საწარმოში ან ცოცხალი ცხოველები გამოდიან იმ საწარმოდან/ფერმიდან, რომელიც ფუნქციონირებს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ და შეტანილია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი საწარმოების სიაში;

გ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციას თან ახლავს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით დადგენილი ნიმუშების შესაბამისად გაცემული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია შეესაბამება ან ეკვივალენტურია ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და ხელმოწერილია სახელმწიფო ვეტერინარის ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება:

ა) ზოოპარკის, ცირკის, გასართობი პარკის, კულტურულ, სპორტულ და საგამოფენო ღონისძიებებში მონაწილე ცხოველების იმპორტზე;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ცოცხალი ცხოველების იმპორტზე, მათი სახეობების საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებაში აღდგენის (რეინტროდუქციის, რესტოკინგის) მიზნით;

გ) შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული მიზნით გადაადგილებაზე.“;

 

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ წესის დანართ №1-ით გათვალისწინებული ცოცხალი ცხოველების ტრანზიტი დასაშვებია „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტრანზიტის ნებართვის“ (დანართი №4) საფუძველზე, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ.“.

 

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი − მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურის გარეშე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ავტორიზებული ქვეყნებისა და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტიორი საწარმოების სიებში შეტანა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია:

ა) წარმოშობილია ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, იაპონიაში, კორეის რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიის კონფედერაციასა და ისრაელის სახელმწიფოში;

ბ) წარმოშობილია საწარმოებში, რომელთა ნუსხა, დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის გარანტიების საფუძველზე, დამტკიცებულია ევროკომისიის სამართლებრივი აქტით.“;

 

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე საწარმოდან იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქტში ორჯერ აღმოჩნდება სალმონელა (Salmonella) ან/და ლისტერია მონოციტოგენეზი, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან ერთი წლის განმავლობაში ჩერდება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ იმ სასაქონლო პოზიციის ყველა ქვესუბპოზიციით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტი, რომელშიც შედის ზემოაღნიშნული პროდუქტი. ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმპორტის ნებართვა გაიცემა ამ წესის შესაბამისად.“;

 

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ავტორიზებული ქვეყნების ან მისი ტერიტორიისა და საწარმოების შესწორებული, განახლებული სიების დროული საჯაროობა. აღნიშნული სიები შესაძლებელია, მოიცავდეს ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ნიმუშებს.“.

 

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცოცხალი ცხოველების ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მიმღები ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე წერილობითი დასტურის წარდგენის საფუძველზე.“;

 

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით დადგენილი ნიმუშების შესაბამისად გაცემული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.“.

 

6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

7. დანართ №2-ის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„შენიშვნა:

1. ნებართვა არ ვრცელდება ლაბორატორიული, სასწავლო, სამეცნიერო მიზნით განკუთვნილ ცხოველებზე, საკვლევ მასალასა და შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე.

2. 30-ე ჯგუფიდან ნებართვა გაიცემა მხოლოდ ვეტერინარული დანიშნულების პროდუქციაზე, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ან ანალიზის დოკუმენტის ასლის საფუძველზე.“.

 

8. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

„დანართი №1

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია

ტრანზიტის დროს

 

#assignedTableId-1765259219149 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }სეს ესნ კოდი

საქონლის დასახელება

განმარტებები

 

1

2

3

 

01 ჯგუფიდან

ცოცხალი ცხოველები

 

0101

ცხენები, ვირები, ჯორები და ჯორცხენები ცოცხალი

ყველა

 

0102

მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები ცოცხალი

ყველა

 

0103

ღორები ცოცხალი

ყველა

 

010410

ცხვრები ცოცხალი

ყველა

 

010420

თხები ცოცხალი

ყველა

 

0105

შინაური ფრინველი, ცოცხალი,ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus),იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები

ყველა

 

0106

ცოცხალი ცხოველები დანარჩენი:

ყველა

 

010611 00

პრიმატები

ყველა

 

010612 00

ვეშაპები, დელფინები და ზღვის გოჭები (ძუძუმწოვრები Cetacea რიგისა);

ლამანტინები და დიუგონები (ძუძუმწოვრები Sirenia რიგისა); სელაპები,ზღვის ლომები და ლომვეშაპები (ძუძუმწოვრები Pinnipedia ქვერიგისა)

ყველა

 

010613

აქლემები და სხვა აქლემებისნაირნი (Camelidae)

ყველა

 

010614

ბოცვრები და კურდღლები

ყველა

 

010614 10

ბოცვრები შინაური

ყველა

 

010614 90

დანარჩენი

ბოცვერი და კურდღელი, შინაური ბოცვრის გარდა

 

010619

დანარჩენი

ყველა, ძაღლებისა და კატების გარდა

 

010620 00

რეპტილიები (გველთა და კუთა ჩათვლით)

ყველა

 

010631 00

მტაცებელი ფრინველები

ყველა

 

010632 00

თუთიყუშისებრნი (თუთიყუშების, გრძელკუდა თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით)

თუთიყუშები, გრძელკუდა თუთიყუშები, არასა და კაკადუს ჩათვლით

 

010633

სირაქლემები; ემუ (Dromaius novaehollandiae)

ყველა

 

010639

დანარჩენი

ფრინველები, 0105, 0106 31 00, 0106 32 00 და 0106 33 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს მტრედებს

 

010641

ფუტკრები

ყველა

 

010649

დანარჩენი

დანარჩენი მწერები, ფუტკრების გარდა

 

010690

დანარჩენი

ყველა სხვა ცოცხალი ცხოველი, რომლებიც არ შედიან სხვა სასაქონლო პოზიციაში, ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და რეპტილიების გარდა. მოცემულ სასაქონლო პოზიციაში შედიან ცოცხალი ბაყაყები, იმის მიუხედავად, არიან ისინი ვივარიუმში ცოცხლად შენახვისათვის, თუ საკლავად − ადამიანის მოხმარებისთვის

 

9508-დან

მოძრავი ცირკები, მოძრავი სამხეცეები, გასართობი პარკისა და აკვაპარკის ატრაქციონები; ბაზრობის ატრაქციონები, ტირების ჩათვლით; მოძრავი თეატრები

მხოლოდ ცოცხალი ცხოველები

 

შენიშვნა: ნებართვა არ ვრცელდება ლაბორატორიული, სასწავლო, სამეცნიერო მიზნით განკუთვნილ ცხოველებზე, საკვლევ მასალასა და შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციულ გადაადგილებაზე.“.

 

„დანართი №4

 

საქართველო / Georgia

№ ----------------------- Date: "-----" -------------- 20

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა/Transit permit for products subject to veterinary control

No. 000000

გაიცა მასზე, რომ განხორციელდეს/Issued for _____________ ___________________

რაოდენობა/Quantity სახეობა/Species

საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო გადაზიდვა, რომელიც მოემართება/transit through the territory of Georgia, originating from

_____________________ , ________________________ to ________________________

საწარმოს დასახელება/ გამომგზავნი ქვეყანა/ მიმღები ქვეყანა/

Name of the establiahment importing country destination country

 

ცხოველთა გადაზიდვის საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარული პირობების დაცვით და შესაბამისი აუცილებელი ვეტერინარული დოკუმენტაციის თანხლებით./In compliance with international veterinary sanitary standards for the transportation of animals and accompanied by the relevant necessary veterinary documentation.

სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი/Vehicle registration number _________________________

სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილები/State border crossing points _____________________________________________________________________________

 

გამცემი ორგანო/Issuing authority: სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო/LEPL National Food Agency

უფლებამოსილი პირი/Authorized person:

ხელმოწერა/Signature / / ბ.ა./Stamp

 

დამკვეთი/Customer:

დამამზადებელი/Manufacturer:

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე