N 301 - 14/08/2023 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №301
2023 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III , №33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 117 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 122-ე – 125-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხა ზედმეტად გადახდილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არ განხორციელდა ექსპორტის პროცედურით იმ საქონლის გატანა, რომლის ექსპორტის პროცედურაში გაფორმებისთვისაც გადახდილია მომსახურების საფასური;
ბ) მომსახურების საფასურის თანხა გადახდილია შეცდომით ან ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 122-ე და 123-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1692017459798 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„122
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტის პროცედურაში გაფორმება
1 ტონა –
320 ლარი
123
შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის პროცედურაში გაფორმება
1 ტონა –
40 ლარი“;
ბ) 124-ე , 125-ე და 1251 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1692017473455 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„124
ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის პროცედურაში გაფორმება
1 ტონა –
50 ლარი
125
შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტის პროცედურაში გაფორმება
1 ტონა –
10 ლარი
1251
ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის ექსპორტის პროცედურაში გაფორმება
1 კილოგრამი –
6 ლარი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 29 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე