N 196 - 07/06/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №196
2023 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ (დანართი №V-03) „ნაწილი V“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი V
დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გაანგარიშება
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1686218858898 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }
ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ
№
ქონების ტიპი
მდებარეობა
დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება (ლარი)
შეღავათი
ღირებულება, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათი
საკუთრებაში/
სარგებლობაში/
ფაქტობრივ მფლობელობაში
არსებობის პერიოდი (თვე)
გადასახადის განაკვეთი (%)
ქონების გადასახადი
(ლარი)
1
2
3
4
5
6
7
8
9
სულ
შენიშვნა:
მონაცემები დასაბეგრი ქონების, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების შესახებ, გარდა მიწისა, აისახება გასული საგადასახადო წლის მიხედვით.
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:
გადასახადის გადამხდელის:
________________________ __________________
(ხელმოწერა) (თარიღი)
__________________________________
გადამხდელის პირადი ნომერი გვერდი ________ “.
2. 91-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მე-7 სვეტში: „საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის პერიოდი (თვე)“ – მიეთითება საგადასახადო წლის განმავლობაში, ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული დასაბეგრი ქონების ფიზიკური პირის საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობის თვეების რაოდენობა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თვე ჩაითვლება სრულ თვედ, თუ ფიზიკურ პირს დაბეგვრის ობიექტი საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია შესაბამისი თვის 15 რიცხვის მდგომარეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თვე მხედველობაში არ მიიღება.
ამასთან, თუ დასაბეგრი ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა მოხდება თვის 15 რიცხვში, ჩაითვლება, რომ დაბეგვრის ობიექტი მოცემულ თვეში საკუთრებაში/სარგებლობაში/ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია ქონების მიმღებს;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი