დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1108
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1108
ფაქტობრივი გარემოებები
· პირს დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
· პირმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის განცხადებით საგადასახადო ორგანოს მიმართა ვალდებულების წარმოშობიდან 2 თვის შემდეგ
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ პირმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდების მიხედვით წარადგინა დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები, მიუხედავად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების არსებობისა.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა"ქვეპუნქტის მიხედვით, პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
· ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე პირმა საანგარიშო პერიოდების მიხედვით შეამცირა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად, კუთვნილი გადასახადი.
ღონისძიებები
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან განხორციელებულ ოპერაციებზე (იმ ოპერაციის ჩათვლით, რომლის მიხედვითაც წარმოიშვა რეგისტრაციის ვალდებულება) უნდა განისაზღვროს კუთვნილი დღგ შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
· პირი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ხოლო გადასახადის შემცირებისთვის - სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.
სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება 2011 წლიდან არსებულ საგადასახადო პერიოდებზე
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით