საწარმოს მიწოდება (ნაწილის მიწოდება, როდესაც დგინდება, რომ არ იყო დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი) N 1162
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საწარმოს მიწოდება N 1162
ფაქტობრივი გარემოებები
· შენობაში ფუნქციონირებს საზ.კვების ობიექტი. აღნიშნული შენობის 1/4 ნაწილი, რომელიც ცალკე დამოუკიდებელ ფუნქციონირებად ქვედანაყოფს (საწარმოს, ბიზნესს) არ წარმოადგენდა ინდ.მეწარმის მიერ გასხვისებული იქნა სხვა პირზე,ამასთან პირმა რომელიც ახდენდა ამ ბიზნესის ოპერირებას განაგრძო გასხვისებული შენობის ფაქტობრივი ფლობა/სარგებლობა
· გარკვეული პერიოდის შემდეგ, დანარჩენი 3/4 ნაწილი ინდ.მეწარმემ მიყიდა შ.პ.ს-ს, რითაც შეწყვიტა ქონების 1/4 ნაწილით სარგებლობაც
· ინდ. მეწარმემ ქონების თითოეული ნაწილის მიწოდება განიხილა დღგ-ით გათავისუფლებულ ოპერაციად სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 (ძვ.226-ე მუხლის 1-ლი) ნაწილის თანახმად და არ დაბეგრა დღგ-ით
შეფასება
· თუ ხდება ქონების ნაწილის და არა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდება, აღნიშნული გარემოება ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 (ძვ.226-ე მუხლის პირველი) ნაწილით განსაზღვრულ პირობას. შესაბამისად ოპერაცია უნდა შეფასდეს როგორც ქონების რეალიზაცია და დაიბეგროს დღგ-ით.
ღონისძიებები
· მეწარმეს დაერიცხება დღგ-ის კუთვნილი გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით