N 19593 - 17/06/2021 - დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება N 19593
17/06/2021
დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
1. „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 28 აპრილის N13200 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ N 03 დანართს დაემატოს „მაგალითი 6. - საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ერთჯერადი ვაუჩერი“’
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ N 03 დანართს დაემატოს მეორე ნაწილი სათაურით - „მრავალჯერადი ვაუჩერი“, ხოლო მეორე ნაწილს დაემატოს „მაგალითი 1. – საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ვაუჩერი“;
გ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ N 06 დანართს დაემატოს მესამე ნაწილი სათაურით - „უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, ხოლო მესამე ნაწილს დაემატოს მაგალითი 1. – „დასაწყობების და შენახვის მომსახურება“;
დ) მეთოდურ მითითებას დაემატოს დანართი №08. სათაურით - მომსახურების გაწევა და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დანართი N1- „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“
ბ) დანართი N2-„ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად“.
გ) დანართი N3- „ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები“
დ) დანართი N4- „დასაბეგრი პირები“
ე) დანართი N5- „დღგ-ის ჩათვლა“
ვ) დანართი N6-მომსახურების გაწევის ადგილი;
ზ) დანართი N7-სპეციალური სქემები;
თ)დანართი N8-მომსახურების გაწევა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა
სამსახურის უფროსი