N 368 - 10/10/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №368
2023 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №II-012 და დანართი №II-013 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. 68-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მიზნით, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინონ „განაცხადი გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე“ №III-21 დანართის შესაბამისად, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა/ანგარიშფაქტურები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ებ)ის შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარ(ებ)ი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის ასლი.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:
„61. დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის დაბრუნებული დღგ-ის თანხის შესახებ მონაცემები აისახება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
62. დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, დაბრუნებული დღგ-ის თანხის შესახებ მონაცემები აისახება მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში.“;
გ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე