შეთანხმება სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ სომხეთის რესპუბლიკასთან
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას
შორის
"სადახლო - ბაგრატაშენი", "სადახლო - აირუმი", "გუგუთი - გოგავანი" და "ნინოწმინდა - ბავრა"
სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ
საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში "ხელშემკვრელ მხარეებათ" წოდებულნი;
როგორც, 2007 წლის 15 ოქტომბრის ქ. ერევანში ხელმოწერილი "საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ" შეთანხმების ხელშემკვრელი მხარეები;
ითვალისწინებენ რა, 1993 წლის 9 მაისს ქ. ერევანში ხელმოწერილ "საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს შორის ორი სახელმწიფოს საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ" შეთანხმებას;
ითვალისწინებენ რა, თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების პრინციპებს;
მიზნად ისახავენ რა, საზღვრის გადაკვეთისა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას დუბლირების თავიდან აცილების მეშვეობით;
სურთ რა, "სადახლო - ბაგრატაშენი", "სადახლო - აირუმი", "გუგუთი - გოგავანი" და "ნინოწმინდა - ბავრა"-ს სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების განხორციელება;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
შეთანხმების მიზანი და სფერო
ხელშემკვრელმა მხარეება ამ შეთანხმების დებულებების თანახმად უნდა უზრუნველყონ "სადახლო - ბაგრატაშენი", "სადახლო - აირუმი", "გუგუთი - გოგავანი" და "ნინოწმინდა - ბავრა"-ს სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ერთობლივი მომსახურების განხორციელება მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების ხელშეწყობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
მუხლი 2
ტერმინთა განმარტება
ამ შეთანხმების თანახმად;
a) "შეთანხმება საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ" - 2007 წლის 15 ოქტომბრის "საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ" შეთანხმება;
b) ხელშეკვრელ მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები" - საქართველოს მხრიდან: ფინანსთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან: სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ეროვნული უშიშროების სამსახური;
c) "ერთობლივი გამოყენება" - მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული, ამ შეთანხმების მიხედვით განხორციელებული, ოფიციალური პროცედურების გამარტივება, ჰარმონიზება და ორმხრივი აღიარება;
d) "უცხოელი" - პირი, რომელიც არ არის დაკავშირებული იმ სახელმწიფოსთან მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობით, რომლის ტერიტორიაზეც იგი იმყოფება;
e) "ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქე" - პირი რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობით;
f) "შეზღუდვა" - ეროვნული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს მისი მოქალაქეების გასვლას ან უცხოელების მის ქვეყანაში შესვლას ან მისი ქვეყნიდან გასვლას;
g) "შესვლის ქვეყანა" და "გასვლის ქვეყანა" ნიშნავს საქართველოს ან სომხეთის რესპუბლიკას კონტექსტის შესაბამისად.
მუხლი 3
საბაჟო გამშვებ პუნქტებს შორის პროცედურების მართვის პრინციპები
1) მგზავრის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ საბაჟო დეკლარაციები ივსება მხოლოდ გასვლის ქვეყანაში, ხოლო შესვლის ქვეყანა ამ დეკლარაციას იღებს საფუძვლად.
2) დეკლარაციის შემოწმებასა და სისწორის დადასტურებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურა ხორციელდება მხოლოდ შესვლის ქვეყანაში. შესვლის ქვეყანა იტოვებს უფლებას განახორციელოს საქონელთან მიმართებით შესწავლა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, რეგულაციებისა და მე-4 მუხლით გათვალისწინებული ოქმების შესაბამისად.
3) გასვლის ქვეყნის სასაზღვრო საბაჟო პუნქტში წარდგენილი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ელექტრონულად იგზავნება შესვლის ქვეყანაში, სადაც დასტურდება მისი აუთენტურობა.
4) გასვლის ქვეყანა ახორციელებს მხოლოდ იმ ტვირთებისა და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების სატარიფო და არასატარიფო შემოწმებას, რომლის მიმართ არსებობს საფრთხე ან საფუძვლიანი ეჭვი. გასვლის ქვეყანაში შემოწმება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეზღუდვის . . .
11) მონაცემთა ბაზაში საპასპორტო ინფორმაციის შეყვანას ახდენს გასვლის ქვეყანა, რომელიც ელექტრონულად ეგზავნება შესვლის ქვეყანას ამასთან თითოეული ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს საკუთარ კონტროლს.
12) მგზავრები რომელთაც არა აქვთ უფლება ან აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა ბრუნდებიან გასვლის ქვეყანაში.
13) მგზავრები, რომლთაც უარი ეთქვათ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ან მგზავრები, რომლებმაც არ დაასრულეს ვიზის მიღების მოთხოვნების შესაბამისად ვიზის მიღების პროცედურები ბრუნდებიან გასვლის ქვეყანაში.
14) თუ ეს არ ეწინააღმდეგება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, მგზავრი, რომელიც საზღვარს კვეთს გაყალბებული საბუთებით ან გასვლის ქვეყანაში წარადგენს განსხვავებულ დოკუმენტაციას, ბრუნდება გასვლის ქვეყანაში.
მუხლი 4
ხელშემკვრელ მხარეთა ვალდებულებები
1) სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ტვირთის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების თაობაზე მონაცემები და დოკუმენტაცია მომზადებულ უნდა იქნას ამ სფეროში არსებული საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომელთა მონაწილე არის ორივე ხელშემკვრელი მხარე.
2) ამ შეთანხმების ფარგლებში ფორმდება ქვემოთ მითითებული ოქმები აგრეთვე სხვა ოქმები, რომლებიც შეიძლება დაიდოს მომავალში აუცილებლობიდან გამომდინარე, ასევე შესაბამისი დამატებები რომლებიც უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში ამ შეთანხმებასთან, და განხილულ იქნას ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილად:
a) ოქმი ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის მგზავრების საპასპორტო ინფორმაციის კონტროლისა და რეგისტრაციის დეტალების შესახებ ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად;
b) ოქმი ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის მგზავრების საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების შესახებ მონაცემთა ელექტრონული გაცვლის დეტალების თაობაზე, ამ შეთანხმების შესაბამისად;
c) ოქმი ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის, "სადახლო - ბაგრატაშენი", "სადახლო - აირუმი", "გუგუთი - გოგავანი" და "ნინოწმინდა - ბავრა"-ს სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის გადაადგილების პროცედურების და სამუშაო საათების შეთანხმების, ასევე თანამშრომლობის შესახებ;
3) შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები:
a) საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით გასვლისას საქონლისა და მგზავრების შემოწმების მეთოდების სწავლებისთვის ახორციელებენ ინფორმაციის გაცვლას;
b) ერთმანეთს წარუდგენენ იმ საქონელთა ჩამონათვალს, რომელთა გატანაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად არის აკრძალვებისა ან შეზღუდვების საგანი.
c) ეტაპობრივად ამარტივებენ და ახდენენ საბაჟო დოკუმენტების სტანდარტიზაციას.
მუხლი 5
ერთობლივი კომიტეტი
1) შეთანხმების სათანადოდ განხორციელების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ქმნიან ერთობლივ კომიტეტს ამ შეთანხმების მე-2 მუხლის (c) პუნქტში აღნიშნული ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ურთიერთკოორდინაციით.
2) ერთობლივი კომიტეტი იკრიბება მორიგეობით ხელშემკვრელ მხარეთა ქვეყნებში, არანაკლებ ერთხელ წელიწადში ან აუცილებლობის შემთხვევაში, ან ნებისმიერი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
3) ერთობლივი კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს ურთიერთთანხმობის საფუძველზე.
4) ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეობა შეიძლება ერთობლივად, მისი შექმნის შემდეგ ერთობლივი კომიტეტი განსაზღვრავს იმ მექანიზმებსა და პროცედურებს, რომლითაც ის იხელმძღვანელებს მუშაობისას.
5) ერთობლივ კომიტეტს შეუძლია შექმნას ქვეკომიტეტი და სამუშაო ჯგუფები, თუ ის ჩათვლის საჭიროდ დასახული ამოცანების შესრულების მხარდაჭერის მიზნით.
მუხლი 6
კონსულტაციები და დავების მოგვარება
1) წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან, გამოყენებასთან და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ან ნებისმიერი წარმოშობილი სადაო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვა. ხელშემკვრელ მხარეებს შორის კონსულტაციები გაიმართება ერთობლივი კომიტეტის სხდომის ფარგლებში, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში ან მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.
2) იმ შემთხვევაში თუ ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი სადაო საკითხებზე, ამ შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეებს შორის დავა უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 7
ცვლილებები და დამატებები
ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში, შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატების შეტანა, რომელიც ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 8
ძალაში შესვლა, მოქმედება და მოქმედების შეწყვეტა
1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.
2) წინამდებარე შეთანხმება ფორმდება 10 წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ათწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი ხელშემკვრელი მხარე მიმდინარე ათწლიანი პერიოდის დასრულებამდე 6 (ექვსი) თვით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით, არ შეატყობინებს მეორე მხარეს, თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება.
3) შეთანხმება ძალაშია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებისა, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის სულ მცირე ერთი წლით ადრე, დიპლომატიური არხების საშუალებით არ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს.
შესრულებულია ქ. ერევანში 2013 წლის 17 იანვარს ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით