N 451 - 29/11/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 29.11.2023
№ დოკუმენტი 451
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №451

2023 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 732 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში იმ საქონლის გამოყენებისას, რომელზეც დღგ გადახდილია/გადასახდელია საქონლის იმპორტისას – იმპორტის დეკლარაცია.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე