ბრძანება N 5628
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5628
22.03.2023
შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------)
(მის: -----------------------------------------------)
2023 წლის 14 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) №78039/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის -- დეკემბრის №------------, №№------------, №№------------, -- დეკემბრის №№------------, -- დეკემბრის №------------, -- დეკემბრის №------------, -- დეკემბრის №------------, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 2022 წლის -- დეკემბრის №-------/------ (№--- - -------), №-------/------ (№--- - -------), №-------/------ (№--- - -------), -- დეკემბრის №-------/------ (№--- - -------), -- დეკემბრის №-------/------ (№--- - -------), -- დეკემბრის №-------/------ (№--- - -------), -- დეკემბრის №-------/------ (№--- - -------) საგადასახადო მოთხოვნებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები მიტოვებულ იქნა მესაკუთრეების მიერ. არაერთი მცდელობის მიუხედავად მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა. საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში მოქცევა. აქედან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა და ამის თაობაზე დაწერა განცხადება. აღნიშნული განცხადებების შესწავლის შედეგად საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 7 სატრანსპორტო საშუალებაზე სანქციის დაკისრების თაობაზე.
მომჩივანს მიაჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნები უკვე ხანდაზმულია და ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს „----------------“ (ს/ნ --------------------) №------/21 (18.--.2022), №------/21 (02.--.2022) და №-----------/21 (19.--.2022) განცხადებებით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ შპს „-----------------ის“ მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში (------) 2017-2019 წლებში დროებით შენახულ სატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო საქონლის დროებით შენახვის ვადა. ამავე განცხადებებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა სახელზეც იყო შემოყვანილი განცხადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები არ ახორციელებდნენ შესაბამისი საბაჟო ფორმალობებს. გამომდინარე აქედან, საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა განცხადებებში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით გაეტარებინა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალობები, მათ შორის, საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
საბაჟო დეპარტამენტის -------ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნული განცხადებების საფუძველზე, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვის სახელზეც იყო შემოყვანილი განცხადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნათ შეტყობინებები და ეთხოვათ, ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყოთ სატრანსპორტო საშუალებებზე შესაბამისი საბაჟო ფორმალობების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამასთანავე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) კუთვნილი საბაჟო საწყობის (-----) დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულ საბაჟო საწყობში, 2017-2019 წლებში დროებით შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული 9 ერთეული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ------------------; ს/ნ ს/ნ ------------------; ს/ნ ------------------; ს/ნ ------------------; ს/ნ ------------------;ს/ნ ------------------; ს/ნ ------------------; ს/ნ ------------------;ს/ნ ------------------;) იყო დაშლილი, გაძარცვული და განადგურებული (დათვალიერების აქტი 25.--.2022).
ვინაიდან, შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (9 ერთეული სატრანსპორტო საშუალება) უკანონო განკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, ------ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, შედგენილ იქნა №------ (16.--.2022), №------ (16.--.2022), №------ (16.--.2022), №------ (20.--.2022), №------ (21.--.2022), №------ (22.--.2022) და №№------ (23.--.2022) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-----------------ს“ (ს/ნ --------------------) სოლიდარულად (იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად, ვის სახელზეც იყო შემოყვანილი უკანონოდ განკარგული სატრანსპორტო საშუალებები) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №-------/------ (16.--.2022), №-------/------ (16.--.2022), №-------/------ (16.--.2022), №-------/------ (20.--.2022), №-------/------ (21.--.2022), №-------/------ (22.--.2022) და №-------/------ (23.--.2022) საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ, უკანონოდ განადგურებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ -----------------; ს/ნ -------------------) ვერ იქნა მოძიებული ის ტექნიკური მონაცემები, რომლებიც აუცილებელია იმპორტის გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისთვის, გამომდინარე აქედან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უკანონოდ განადგურების ფაქტზე არ არის შედგენილი შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) პირველი მუხლის პირველი პუნქტი აზუსტებს, რომ საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ისა) ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ დროებით შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია:
ა) ბუნებრივი ცვეთით;
ბ) შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;
გ) საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის, ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ოპერაციებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. მე-4 ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილის მიხედვით კი, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისთვის მისი ოდენობა განისაზღვრება შესაბამის საქონელზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) №-------/-- (18.--.2022), №№-------/-- (02.--.2022) და №-------/-- (19.--.2022) განცხადებებით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ შპს „-----------------ის“ მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში (-----) 2017-2019 წლებში დროებით შენახულ სატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო საქონლის დროებით შენახვის ვადა. საბაჟო საწყობის (----) დათვალიერებისას კი დადგინდა, რომ 2017-2019 წლებში დროებით შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული 9 ერთეული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---------------; ს/ნ ---------------; ს/ნ ---------------;; ს/ნ ---------------;ს/ნ ---------------;ს/ნ ---------------; ს/ნ ---------------; ს/ნ ---------------; ს/ნ ---------------;) იყო დაშლილი, გაძარცვული და განადგურებული. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განადგურება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია და ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნების წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
საჩივარში მითითებულ საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის 3 წლიან ვადასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელზე წარმოშობილია საბაჟო ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ვალდებულება წარმოიშვა საბაჟო საწყობში დროებით შენახული უცხოური საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანისას, რაც საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა 2022 წელს შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) განცხადებებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები მიტოვებულ იქნა მესაკუთრეების მიერ. არაერთი მცდელობის მიუხედავად მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა. საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში მოქცევა. აქედან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა და ამის თაობაზე დაწერა განცხადება.მომჩივანს მიაჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნები უკვე ხანდაზმულია და ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის განცხადებებით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გადამხდელის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში 2017-2019 წლებში დროებით შენახულ სატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო საქონლის დროებით შენახვის ვადა.
ამასთანავე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი საბაჟო საწყობის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულ საბაჟო საწყობში, 2017-2019 წლებში დროებით შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული 9 ერთეული სატრანსპორტო საშუალება იყო დაშლილი, გაძარცვული და განადგურებული (დათვალიერების აქტი 25.--.2022).
ვინაიდან, მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (9 ერთეული სატრანსპორტო საშუალება) უკანონო განკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე,გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, შედგენილ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც გადასახადის გადამხდელს სოლიდარულად (იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად, ვის სახელზეც იყო შემოყვანილი უკანონოდ განკარგული სატრანსპორტო საშუალებები) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც მომჩივანს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2 „დ“);; 272(1); 302(6);
ასევე,საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:6; 49(1 „ა“„ბ“ ,3„ბ“) ; 53(1); 70(2,4); 163(1,5); 172(1);
ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6)(1„1“,6)