N 2-421 - 10/06/2022 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-241
2022 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
მუხლი 1
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2021; სარეგისტრაციო კოდი 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ52“ და „ჰ53“ ქვეპუნქტები:
„ჰ52) ჯანმრთელობის სერტიფიკატი საუდის არაბეთის სამეფოში წითელი ხორცისა და ხორცის პროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №85);
ჰ53) ჯანმრთელობის სერტიფიკატი საუდის არაბეთის სამეფოში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №86).“.
2. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართები №85 და №86.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი
ოთარ შამუგია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე