ძირითადი საშუალებების გამოქვითვა (2011 წლიდან უსასყიდლოდ მიღებული სრულად გამოიქვითება) N 0242
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითადი საშუალების გამოქვითვა N 0242
ფაქტობრივი გარემოებები
· 2011 წელს საწარმომ უსასყიდლოდ მიღებული ძირითადი საშუალება საბაზრო ღირებულებით ასახა ერთობლივ შემოსავალში
· ძირითადი საშუალების ღირებულება იმავე წელს ექსპლუატაციაში გადაცემისთანავე სრულად გამოიქვითა
შეფასება
· უსასყიდლოდ მიღებული ძირითადი საშუალება სწორად აისახა ერთობლივ შემოსავალში
· საწარმოს უსასყიდლოდ მიღებული ძირითადი საშუალების სრულად გამოქვითვის უფლება აქვს (სსკ-ის 112-ე მუხლი)
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
!
სსკ-ის თანახმად სრულად გამოქვითვის შემთხვევაში ვითვალისწინებთ, ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტს.
სსკ-ით დადგენილი სრულად გამოქვითვის მეთოდის 5 წლიანი გამოყენების ვალდებულება არ ვრცელდება, უსასყიდლოდ მიღებული ძირითადი საშუალებების მიმართ.
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით