საგადასახადო აგენტი N 2406

2406 საგადასახადო აგენტი 07.09.2010
№ დოკუმენტი 2406
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგადასახადო აგენტი N 2406

ფაქტობრივი გარემოებები

•2007 წელს სამარშრუტო ხაზის მფლობელი საწარმო ორგანიზებას უწევდა მგზავრთა გადაყვანას სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მეშვეობით

•საწარმოს მძღოლებთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მძღოლების მიერ მომსახურების მიწოდების თაობაზე, ამასთან მძღოლები რეგისტრირებულნი არიან გადასახადის გადამხდელებად, თუმცა არ მოუხდენიათ დეკლარირება

•საწარმოს მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მგზავრთა გადაყვანიდან შემოსული თანხების გარკვეული ნაწილი დაუბეგრავად გაიცემა მძღოლებზე; საწარმომ ერთობლივ შემოსავალში ასახა მხოლოდ მისი კუთვნილი ნაწილი, ამასთან მძღოლებზე გაცემული კომპენსაცია ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოქვითა

შეფასება

•საწარმო ვალდებული იყო მთელი შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში, ხოლო მძღლებზე გაცემული თანხები ეღიარებინა გამოსაქვით ხარჯად

•საწარმო ვალდებული არ იყო:

ა) შეესრულებინა საგადასახადო აგენტის ვალდებულება მძღოლებზე გაცემული თანხების მიხედვით

ბ) დაერიცხა სოციალური გადასახადი მძღოლებზე გაცემულ თანხებზე

•მძღოლებს, როგორც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს, დამოუკიდებლად უნდა განეხორციელებინათ საგადასახადო ანგარიშგება და საშემოსავლო და სოციალური გადასახადით დაებეგრათ კუთვნილი კომპენსაცია

ღონისძიებები

•საწარმოს უნდა დაუკორექტირდეს (გაეზარდოს) ერთობლივი შემოსავალი მძღოლებზე გაცემული თანხების მიხედვით და იმავე ოდენობით გაეზარდოს გამოსაქვითი ხარჯებიც, შესაბამისად საწარმოს არ შეეცვლება მოგების გადასახადის ვალდებულება თანხობრივად

•მძღოლებს დაერიცხებათ:

ა) კუთვნილი საშემოსავლო და სოციალური გადასახადები;

ბ) სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დეკლარაციების წარუდგენლობის გამო