N 4407–Iს - 11/03/2011 - „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 11.03.2011
№ დოკუმენტი 4407-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№23–26, მუხ. 504) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 მუხლითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,2011 წლის 11 მარტი.

№4407–Iს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე