N 3617-XIIIმს-Xმპ - 01/11/2023 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 01.11.2023
№ დოკუმენტი 3617-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ7“−„ხ9“ ქვეპუნქტები:

„ხ7) ადამიანის ორგანოების გადანერგვის ლიცენზია − 300 ლარი;

ხ8) ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების ლიცენზია − 300 ლარი;

ხ9) ადამიანის ქსოვილების ან/და უჯრედების ექსპორტის ან/და იმპორტის ლიცენზია − 300 ლარი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,1 ნოემბერი 2023 წ.

N3617-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე