N 136 - 12/04/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №136
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
1. მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679562870262 {width: 463.5pt; margin-left: 5.9pt; margin: 0 auto !important; }
„12
ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებულიპ როცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით)
აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ
10 ლარისა“.
2. 61-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679562884071 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }„61
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით თავის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა
1 სახეობის ობიექტი
100 ლარამდე
– 10 ლარი,100-დან 10000 ლარამდე
– 25 ლარი,10 000 ლარის ზევით–
150 ლარი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური