გამოქვითვები ერთობლივი შემოსავალიდან N 0220

0220 გამოქვითვები ერთობლივი შემოსავალიდან - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0220
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გამოქვითვები ერთობლივი შემოსავალიდან N 0220

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს მიერ 2006 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ჩართულია წინა შემოწმების შედეგად დარიცხული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადი

•დადგენილია, რომ წინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგზაო გადასახადი მიკუთვნებულია შესაბამისი პერიოდის (2004 წელი) გამოსაქვით ხარჯებს

შეფასება

•2006 წლის ხარჯები უსაფუძვლოდაა გაზრდილი; ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება წინა შემოწმების შედეგად დარიცხული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადი

ღონისძიებები

•დაკორექტირდება (შემცირდება) 2006 წლის გამოსაქვითი ხარჯები და დასაბეგრი მოგება და დაერიცხება კუთვნილი გადასახადი

•საწარმო დაჯარიმდება მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით