წმინდა მოგების განაწილება N 2601

2601 წმინდა მოგების განაწილება 23.02.2017
№ დოკუმენტი 2601
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

წმინდა მოგების განაწილება N 2601

ფაქტობრივი გარემოებები

შპს „X“ 2017 წლის მანძილზე მიღებული აქვს 500 000 ლარის შემოსავალი (ბასს-ის შესაბამისად). ამავე წელს გაწეულმა ფინანსურმა ხარჯებმა შეადგინა 400 000 ლარი. დივიდენდის სახით საწარმომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირს გაუნაწილა 50 000 ლარი, ამასთან, მოგების გადასახადი დაირიცხა და გადაიხადა 8 823 ლარი (50 000/0,85*15%=8 823) და გადახდის წყაროსთან დააკავა დივიდენდის 5% - 2500 ლარი. შედეგად დამფუძნებელმა დივიდენდის სახით საწარმოდან მიიღო 47 500 ლარი.

შეფასება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად. სსკ-ის 98-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

ღონისძიებები

საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით