N 1026-IVმს-XIმპ - 11/11/2025 - „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 11.11.2025
№ დოკუმენტი 1026-IVმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღზე, პნევმატურ იარაღსა და სასიგნალო იარაღზე;“.

 

2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის პრივატიზებისას;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,11 ნოემბერი 2025 წ.

N1026-IVმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე