საგადასახადო ა/ფაქტურის ბეჭდით დაუმოწმებლობა (გამომწერი ჯარიმდება, მაგრამ ჩათვლა არც ერთ შემთხვევაში არ უქმდება) N 1122

1122 საგადასახადო ა/ფაქტურის ბეჭდით დაუმოწმებლობა (გამომწერი ჯარიმდება, მაგრამ ჩათვლა არც ერთ შემთხვევაში არ უქმდება) 16.11.2010
№ დოკუმენტი 1122
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგადასახადო ა/ფაქტურის ბეჭდით დაუმოწმებლობა N 1122

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელმა პირმა განხორციელებულ ოპერაციაზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

•I ვარიანტი: საფ-ი გამყიდველმა არ დაამოწმა ბეჭდით

•II ვარიანტი: საფ-ი დამოწმებულია ბეჭდით მხოლოდ გამყიდველის მიერ (მყიდველის მიერ ბეჭდით არ არის დამოწმებული)

•ორივე შემთხვევაში გამყიდველსაც და მყიდველსაც გააჩნიათ ბეჭედი

•ორივე შემთხვევაში ოპერაცია დაბეგრილია და ასახულია დღგ-ის დეკლარაციაში

შეფასება

•პირველ ვარიანტში გამყიდველს საფ-ი უნდა დაემოწმებინა ბეჭდით, მისი არსებობის შემთხვევაში

•მე-2 ვარიანტში: საფ-ი მყიდველს შეეძლო დაემოწმებინა (აუცილებელი არ არის)

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში პირს დაერიცხება სანქცია საფ-ის შევსების წესის დარღვევისათვის (სსკ-ის 140,4-ე მუხლი)

•მე-2 შემთხვევაში პირთა ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

•საფ-ის მიხედვით მყიდველთან ჩათვლა არ გაუქმდება

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით