სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/ბ-100-2022

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.05.2022
№ დოკუმენტი 3/ბ-100-2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/ბ-100-2022წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

18 მაისი, 2022 წელი

ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, შოთა სირაძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

საქმეში მონაწილე მხარეები:

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - -----

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - -----

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „-------“ (ს/ნ ------)

წარმომადგენელი - -------

მესამე პირი - ქალაქ ------ის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

I. აპელანტების მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 26 სექტემბერს, შპს „-----"-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი – ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში;

2 ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის N094-585 საგადასახადო მოთხოვნა მათი ანიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება)

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N12860 ბრძანება ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2016 წლის N27347 ბრძანება ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასანადების (დღგ, მოგება) ნაწილში;

5. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის N094-257 საგადასახადო მოთხოვნა ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში;

ნ. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში;

7. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N23599 ბრძანება ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში;

8. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N094-251 საგადასახადო მოთხოვნა ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში;

9. 2011 წლის 14 ივლისს ქ. ----ის მერიასა და შპს "------"-ს შორის დადებული "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ დადებული გარიგება მიჩნეული იქნეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების დათმობად და სანაცვლო კომპენსაციის მიღებად.

მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 27 აპრილს ქ. -----ის მერიამ N-- წერილით მიმართა შპს "-----"-ს და მის დირექტორს -------ს, რომ დაგეგმილი -----ის სტადიონის მშენებლობიდან გამომდინარე საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის ქალაქის მერიისთვის გადაეცათ 2 396 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული, შპს ,,------” კუთვნილი 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. მერიამ საზოგადოების დირექტორს შესთავაზა სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი და იმავე წერილით გააფრთხილა, რომ შეთავაზებაზე უარის შემთხვევაში იმოქმედებდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ანუ მოხდებოდა ქონების ექსპროპრიაცია.

მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ქონების დათმობისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე, რაც დასრულდა 2011 წლის 14 ივლისს "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ” შეთანხმების გაფორმებით. შეთანხმების საფუძველზე ქ. -----ის მერიას გადაეცა ----ის საკუთრებად რეგისტრირებული 2396 კვ.მ. მიწა და შპს ,,---" -ს ბალანსზე რიცხული 160 კვმ. შენობა-ნაგებობა. მიღებული ქონების სანაცვლოდ, ამავე შეთანხმებით, ქ.-----ის მერიამ ----ს გადასცა მიწის ნაკვეთი 2 396 კვ.მ., ხოლო შპს "-" -ს 1 185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი,2015 წლის 15 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა გასვლითი საგადასახადო შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი.

2016 წლის 16 დეკემბრის N094-585 საგადასახადო მოთხოვნით საზოგადოებას დამატებით დაერიცხა სულ 412 432,03 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 201 485 ლარი, ჯარიმა 1071919 ლარი, საურავი 103 028 ლარი. ამავე აქტით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის 2011 წელს ქონების მონაცვლეობაზე დადებული გარიგება მიჩნეული იქნა ბარტერულ ოპერაციად, რის გამოც ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამანტმა შპს ”-----”ს შენობა-ნაგებობების ღირებულებაზე 108 446 (დღგ-ის გარეშე) ლარზე, დაარიცხა დღგ 19 520 ლარი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 9760 ლარი. გარდა ამისა, ბარტერის ოპერაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, მიწის რეალიზაციით მიღებული ნამეტი ჩაითვალა 2011 წლის ერთობლივ შემოსავლებში და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება შპს „-----” წარმომადგენელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული საჩივარი წლის N12860 ბრძანებით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამოსცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2016 წ. საგადასახადო მოთხოვნა N094-257, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

2017 წლის 06 ივლისს საბჭომ საჩივართან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს კორექტირების შეტანა 2015 წლის 16 დეკემბრის N094-585 საგადასახადო მოთხოვნაში. თუმცა საბჭომ 2011 წლის გარიგება მერიასა და კომპანიას შორის "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" ჩათვალა ბარტერად და ამ ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადები დღგ-ის და მოგების ნაწილში დატოვა ძალაში. ქ.-----ის მერია ადასტურებს, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება გამომდინარეობდა ექსპროპრიაციის საჭიროებიდან და შესაბამისი კანონიდან. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქ. ----ის მერიასა და შპს "-----”-ს შორის განნორციელებული ოპერაციის ჩართვა როგორც დღგ-ს დასაბეგრ ბრუნვაში, ასევე ერთობლივ შემოსავალში არამართლზომიერი და დაუსაბუთებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წ წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „----“ სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სასამართლოს საქალაქო.

მოპასუხეებმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითსოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს„-------‘’-ს (ს/კ -----) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, აუდიტის დეპარტამენტის N094-585 საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N12860 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2016 წლის N27347 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის N094-257 საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N23599 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2017 წლის N094-251 საგადასახადო მოთხოვნა დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახლი ადმინისტრაციული აქტი, შპს „-------” (ს/კ ----) საჩივართან დაკავშირებით ექსპროპრიაციის ფარგლებში დარიცხული ძირითადი გადასახადების (დღგ, მოგება) ნაწილში; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - შპს „----" (ს/კ ----) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 740 ლარის ნახევრის, 373,00 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ---ის მერიამ 2011 წლის 27 აპრილს N-- წერილით მიმართა შპს "------" და ფ/პ ---ს, რომ დაგეგმილი ---ის სტადიონის მშენებლობიდან გამომდინარე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მერიისათვის გადაეცათ 2396 კვ.მ. მიწა, რომელზეც განთავსებული იყო შპს "------" 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, კომპენსაციის მიზნით შეთავაზებულ იქნა მიწის ადგილმონაცველობა ამ საკითხზე მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება დამთავრდა 2011 წლის 14 ივლისს "საესპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების დადებით, რომლის მიხედვით -----მ ქ.---ის მერიას გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2396 კვ.მ. მიწა და მასზე განთავსებული შპს "-----‘’-ს ბალანსზე რიცხული 15 კვ მ. შენობა- ნაგებობა. სანაცვლოდ ქ ---ის მერიამ მეორე მხარეს გადასცა 3581 კვმ. მიწა. მათ შორის -----ს 2396, ხოლო შპს "-------“ 1185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

კერძოდ, 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმებით საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციის შესახებ, ერთი მხრივ თვითმმართველი ქალაქი ----ის აღმასრულებელი ორგანო, წარმოდგენილი ქ. ---ის მერის -----ის (დაბადებული - წ. ქ. ---ში, მცხოვრები მისამართზე ქ. -, -ს ქ. -, პირადი ნომერი ---) სახით (საფუძველი: თვითმმართველი ქალაქის - -ის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 13 ივნისის N--- ბრძანება) და მეორე მხრივ, 1. შპს „----" (----), წარმოდგენილი დირექტორის -----ს სახით და 2. ფიზიკური პირი -------, ადასტურებენ რომ:

ა) ქ. ---ის მერიის მიერ ხორციელდება ქ. ---ში, ----ს ქუჩის მიმდებარედ ---ის სტადიონის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას;

ბ) ----ის საკუთრებაში არსებული. ქ. -----ში, დასახლება ----ი მდებარე 2396,00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი (ქონების) საკადასტრო კოდი: ----) და მასზე განთავსებული, შპს „-----“ საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა მდებარეობს -----ის სტადიონის მშენებლობის ზოლში;

გ) -----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ----ში, დასახლება --ი მდებარე 2 396,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ----) და მასზე განთავსებული, შპს „-----" საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის გამოყენების გარეშე შეუძლებელია ---ის სტადიონის მშენებლობა, ხოლო სხვა გზის გამოყენება დაკავშირებულია უფრო მეტ სირთულეებთან. ხარჯებთან და გარდა ამისა არ შეესაბამება ამ ტერიტორიის განვითარების გეგმას, რაც ასაბუთებს შპს „-----" და -----ის საკუთრებაში არსებული ქონებების საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის გამოყენებას;

დ) წინამდებარე შეთანხმების მხარეთა მიერ ნებაყოფლობით გაფორმების გამო, ---ს საკუთრებაში არსებული, ქ. ---ში, დასახლება ---ი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ---) და მასზე განთავსებული შპს "------" საკუთრებაში არსებული 160,00 კვ. მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის მიმართ საჭირო აღარ არის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, საექსპროპრიაციო ქონებებს წარმოადგენს ----ს საკუთრებაში არსებული, ქ. -----ში, დასახლება --ი მდებარე 2 396, 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: -----) და მასზე განთავსებული, შპს „-----" საკუთრებაში არსებული 160 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობა; ექსპროპრიატორი ექსპროპრიაციის განხორციელების გამო საექსპროპრისციო ქონებების მესაკუთრეებს უხდის საექსპროპრიაციო ქონებების კომპენსაციას სანაცვლო ქონების სახით წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი წესით; საექსპროპრიაციო ქონებების მთლიანი ფულადი ღირებულება ქ. ---ის მერიის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის, შპს „---“-ს 2011 წლის 08 ივნისის N--- დასკვნის თანახმად შეადგენს 386 707 (სამას ოთხმოცდაექვსი ათას შვიდას შვიდი) ლარს. საექსპროპრიაციო ქონებების მთლიანი ღირებულება წარმოადგენს ასევე წინამდებარე შეთანხმების საერთო ღირებულებას. შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონი,2015 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგად შედგა აქტი, რომლის მიხედვით ქ.----ის მერიასა და შპს ,,---‘’-ს შორის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიწის მონაცვლეობა მიჩნეული იქნა ბარტერად და ოპერაცია დაექვემდებარა სახელმწიფო საგადასახადო ფულად ვალდებულებას. შპს ,,---‘’-ს დაეკისრა როგორც დღგ-ს, ისე მოგების გადასახადის გადახდა, რასაც დაემატა ჯარიმა და საურავი, სულ დაეკისრა 412 432,03 ლარის გადახდა.

შპს ,,---‘’-მ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმება და მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვების საბჭოში. ორივე შემთვევაში შპს ,,---‘’-სა და მერიას შორის დადებული შეთანხმება "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" მიჩნეული იქნა ბარტერად. ამავე დროს შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს ,,---‘’-ს მოთხოვნა და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს კორექტირება შეეტანა 2015 წლის 16 დეკემბრის N094-585 საგადასახადო მოთხოვნაში.

საქმეზე დართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის N12705/2/16 გადაწყვეტილებით შპს ,,---‘’-ს საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2015 წლის N094-585 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის N12860 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის N12860 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2015 წლის N094-585 საგადასახადო მოთხოვნა. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველეყო გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ ვინაიდან „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განორციელება საჭიროდ აღარ ჩაითვალა მხარეთა შორის შეთანხმების ნებაყოფლობით გაფორმების გამო. სადავო ბარტერული ოპერაციიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით და საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა განთავისუფლებულიყო აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საურავისგან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 06 სექტემბერს გამოსცა ბრძანება N23599 "გადასახადების და საგადასახადო

სანქციების თანხების დარიცხვის შემცირების შესახებ" და შეუმცირა შპს "-----"-ს მხოლოდ დარიცხული ჯარიმა და საურავი 19 520 ლარით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, რომ მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ფაქტობრივი გარემოებების სწორი დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით“ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი სახელმწიფოს უდგენს ნეგატიურ ვალდებულებას, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას, ამავე დროს სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება შექმნას და ჩამოაყალიბოს ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანს საზოგადოების წევრებს შორის კონსტიტუციური „უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების არსებობისას“. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და საფუძველი, პირველ რიგში თავად ამ უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ ნორმაშია მოცემული, საქართველოს კონსტიტუციის (ახალი რედაქციის) მე-19 მუხლის მესამე პუნქტი ადგენს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეიზღუდოს აღნიმწული უფლება.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების (გარიგების) განმარტების მნიშვნელობაზე სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის დადგენის მიზნით, რაც ხაზგასმულია საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში. „ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა ვალდებულებების წარმოშობას მათვე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს.

დამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ამგვარად, ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად - საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.

ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები დეტალურად განსაზღვრავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის სამართლებრივ პროცედურებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 14 ივლისის ხელშეკრულებიდან (შეთანხმება) გამომდინარე კი, საქალაქო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ აღნიშნული ოპერაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერად იქნა განხილული, როგორც ბარტერული ოპერაცია, რადგან იგი ვერ აკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოთხოვნა 2011 წლის 14 ივლისს ქ. ------ის მერიასა და შპს ,,-------” შორის დადებული ”საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" დადებული გარიგება მიჩნეული იქნეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების დათმობად და სანაცვლო კომპენსაციის მიღების შეთანხმებად, რაც გამორიცხავს და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სასამართლო. აქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კანონთან კონფლიქტს იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 14 ივლისის გარიგების საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა დღგ-ს გადახდა. გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო არაა ის გარემოება, რომ სწორედ საექსპროპრიაციო 160.00 კვ,მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა სამეწარმეო ობიექტს, საიდანაც შპს ,,------“ იღებდა შემოსავალს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოსავლის მიღება არ წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის დავის საგანს, მაგრამ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი სხვა არაფერია, თუ არა პირებს (ფიზიკური, იურიდიული) შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირება. წინამდებარე შემთხვევაში, მართალია მხარეთა შორის ნებაყოფლობით დადებულია ორმხრივი გარიგება, თუმცა უდავოა, რომ შპს „-----" საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა მოხდა აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დადასტურებულია 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმებაშის 1.1 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით, რომელშიც ნათქმია, რომ -----ის მერიის მიერ ხორციელდება ქ. ----ში, ----ის ქუჩის მიმდებარედ ----ის სტადიონის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას.

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტებაზე, ნების გამოვლენის საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მნიშვნელობანია „სწორად გაიგო თუ არა მხარემ მოსარჩელემ) ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ, მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება”.

საქართველოს საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა" უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს“.

განსახილველ შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრეთა ნებაყოფლობით ხელშეკრულების გაფორმების და ქონების დათმობის (სანაცვლო ქონების გადაცემისა დათქმით) შესახებ მხარეთა შორის 2011 წლის 14 ივლისის შეთანხმების მიხედვით საჭირო აღარ გახდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის - წესის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ცხადია მოსარჩელის კანონთან კონფლიქტი, რადგან იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა ქონების კანონის საფუძველზე ექსპროპრიაცია, მესაკუთრე მიიღებდა გარანტირებულ კომპენსაციას და მას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე დღგ-ის გადახდა არ დაეკისრებოდა, (საქართველოს კონსტიტუციის 19.3 მუხლით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან), ხოლო მხარეთა შორის ნებაყოფლობით გარიგების დადებისას, მაშინ როდესაც უტყუარად დადგენილია, რომ ქონება მოსარჩელემ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადასცა სახელმწიფოს, ეკისრება სოლიდური დღგ-ს გადახდა.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანასმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ- ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე. თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება. მითითებული კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.

საქალაქო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ აღნიშნული ოპერაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად. ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერად იქნა განხილული, როგორც ბარტერული ოპერაცია, თუმცა სასამართლოს შიაჩნია, რომ, გასაჩივრებული აქტები დღგ-ით დაბეგვრის მოთხოვნის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რადგან ასევე უდავოდ დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანომ იმავე გარიგების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად, მოსარჩელე საგადასახადო კოდექსის 269,7 მუხლის საფუძველზე სრულად გაათავისუფლა დარიცხული ჯარიმის და საურავისგან.

სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მიწოდება რეალურად მოხდა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (14.07.2011 წლის შეთანხმება. -----ის მერის წერილი) ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს დღგ-ს მიხედვით დასაბეგრ ოპერაციად და მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ უნდა იმსჯელოს ჩათვლის გამოყენების (ვალდებულებაზე) შესაძლებლობაზე,სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას (იხ.ანალოგიურ საქმეზე საკასაციო სასამართლოს გაჩინება ბს-1027(2კ-19) 22/10/2020).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი სასამართლო ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში (ექსპროპრიაციის ნაწილში დღგ-ს დარიცხვა) არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისას შეფასება არ მიეცა იმ არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიწოდება რეალურად მოხდა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რეალურად მოსარჩელემ ქონება დათმო აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამოდინარე და უნდა ემსჯელა ჩათვლის გამოყენების (ვალდებულებაზე) შესაძლებლობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

აპელანტს, სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმეზე არსებული მასალებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ 2011 წელს ქ. -----ის მერიასა და შპს „------“ და მისი დირექტორის, ----ს შორის შედგენილი შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ოპერაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართებულად იქნა ჩათვლილი ბარტერულ ოპერაციად და შესაბამისად დასაბეგრ ოპერაციად, რაც სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა სასამართლომ

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დაეთანხმა ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლას და მის ბარტერად განხილვას, გადაწყვეტილებაში აღნიშნა. რომ გასაჩივრებული აქტები დღგ-ს დაბეგვრის ნაწილში არის მთლიანად დაუსაბუთებელი და ამ მოტივით სადავო საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს.

აპელანტი მიუთითებს, რომ რამდენადაც შემოსავლების სამსახურის მხრიდან სადავოს არ წარმოადგენს განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაცია, სამართლებრივად შესაფასებელია მხოლოდ ის გარემოება ექვემდებარება თუ არა ოპერაცია დღგ-თი დაბეგვრას. სასამართლოს მსჯელობით ოპერაციის ბარტერად განხილვის შემთხვევაშიც კი არ არსებობს მისი დღგ-ით დაბეგვრის საფუძველი, რამდენადაც სახელმწიფოსათვის უსასყიდლო მიწოდება გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე; ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს მიიღოს საქონელი მომსახურება.

ოპერაციებს, რომლებიც გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, განსაზღვრავს სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მოთხოვნებს კრიტერიუმებსაც მოცემული ოპერაცია ვერ აკმაყოფილებს შესაბამისად, ოპერაცია, რომელიც არ აკმაყოფილებს 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ექცევა 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების ფარგლებში, რაც დასაბეგრ ოპერაციებს განსაზღვრავს.

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ საკითხი, რომლის ხელახლა შესწავლაც შემოსავლების სამსახურს დაევალა, რეალურად სასამართლოს შესაფასებელია. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის იგნორირებით, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რაც სსკ–ის 393–ე მუხლის მე–3 ნაწილის გათვალისწინებით მისი გაუქმების ერთ–ერთ საფუძველს წარმოადგენს.

აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საფუძველსაა მოკლებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. რომლის მე–5 მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

აპელანტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ------ის მერიისთვის მიწის გადაცემის სანაცვლოდ მიწის მიღების შესახებ შეთანხმების ბარტერად განხილვა და აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2015 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, 2011 წელს ერთის მხრივ ქ. ---ის მერიასა და მეორეს მხრივ შპს ,,-----“

და მისი დირექტორს ------ს შორის გაფორმებული შეთანხმებით, ქ. -----ის მერიას ---ემ გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2396 კვ. მ. მიწა და მასზე განთავსებული შპს „--" ბალანსზე არსებული 160 კვ. მ. შენობა, აღნიშნული ქონებების სანაცვლოდ ქ. ----ის მერიის მიერ მეორე მხარისთვის გადაცემულია 3581 კვ. მ. მიწა, აქედან; -----თვის 2396 კვ. (66.9%), ხელო შპს „------‘’თვის 1185 (33.1%) კვ. მ, მიწა. ამასთან პირებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მერიისთვის მიწოდებული ქონების ღირებულება შპს ,,------"-ს მიერ შეფასებულია და შეადგენს 386707 ლარს. მოცემულიდან შენობა-ნაგებობების ღირებულება შეადგენს 108446 (დღგ-ის გარეშე) ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 და 161-ე მუხლების მიხედვით „აღნიშნული ბარტერული ოპერაცია ჩაითვალა შპს „------" მიერ მისი ქონების საბაზრო ღირებულებით მიწოდებად (დასაბეგრ ოპერაციად), ხოლო მიღებული 1185 კვ. მიწა ამავე მხარე წარმოადგენს სახელმწიფო და სანაცვლოდ მიღებულია მიწის ნაკვეთი (რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან) აღნიშნულ ოპერაციაზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ წარმოიშობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საგადასახადო ორგანოს დასკვნა, რომ მიწის და შენობა-ნაგებობის გადაცემის ოპერაცია სანაცვლო უძრავი ქონების მიღების გათვალისწინებით წარმოადგენდა ბარტერულ ოპერაციას, თუმცა მიიჩნია, გასაჩივრებული აქტები დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რადგან საგანასახადო ორგანომ იმავე გარიგების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად. მოსარჩელე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სრულად გაათავისუფლა დარიცხული ჯარიმის და საურავისგან. სასამართლომ ასევე აღნიშნა. რომ ვინაიდან უძრავი ქონების მიწოდება რეალურად მოხდა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდენარე, სადავო ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს დღგ-ს მიხედვით დასაბეგრ ოპერაციად და მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ უნდა იმსჯელოს ჩათვლის გამოყენების შესაძლებლობაზე სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ პუნქტის საფუძველზე.

აპელანტი მიუთითებს, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამდენად, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა სადავო ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმეში არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება პირისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ, რის გამოც ქონების გადაცემის შეთანხმება არ წარმოადგენს აღნიშნული კანონის დაცვით შედგენილ შეთანხმებას (ექსპროპრიაციას და საგადასახადო ორგანოს მიერ ბარტერული ოპერაციის დაბეგვრა განხორციელებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, აპელანტი არ ეთანხება სასამართლოს მსჯელობას შპს „-------" მიმართ დღგ-ის ჩათლის გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოა არა დღგ-ს ჩათვლის კანონიერება, არამედ სადავო ოპერაციის ფარგლებში საქონლის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა, რასაც მოცემულ შემთსვევაში ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება თავად ჩათვლის უფლებას და მისი გამოყენების შესაძლებლობას, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებითან 3 წელია გასული (სადავო პერიოდში მოქმედი სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო, მხარეებს შორის დადებული საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ 14.07.2011 წლის შეთანხმების თანახმად, არის 2011 წელი, რაც ზემოხსენებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამორიცხავს ასეთ ოპერაციაზე ჩათვლის მიღების შესაძლებლობას. ამდენად, საგადასახადო დავის განმხილველმა ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტისა და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რის გამოც არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბიმისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის. ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, იგი უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ, მსოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების პირობებში, სააპელაციო სასამართლო შეზღუდულია სააპელაციო საჩივრების ფარგლებით და ვერ იმსჯელებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე იმ ნაწილში, რა ნაწილშიც შესაბამისი პრეტენზია არ წარმოდგენილა.

პირველი ინსტანციის სასამართლო, 2011 წლის 14 ივლისს ქ. -----ის მერიასა და შპს "-----" შორის დადებული საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" გარიგების გათვალისწინებით, იზიარებს დასკვნას, რომ აღნიშნული ოპერაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერად იქნა განხილული, როგორც ბარტერული ოპერაცია, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები დღგ-ით დაბეგვრის მოთხოვნის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რადგან საგადასახადო ორგანომ იმავე გარიგების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად, მოსარჩელე საგადასახადო კოდექსის 269,7 მუხლის საფუძველზე სრულად გაათავისუფლა დარიცხული ჯარიმის და საურავისგან. გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მიწოდება რეალურად მოხდა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (14.07.2011 წლის შეთანხმება, -----ის მერის წერილი) ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და მოცემულ შემთხვევაში, საკითხის ხელახლა გამოკვლევისას საგადასახადო ორგანომ უნდა იმსჯელოს ჩათვლის გამოყენების შესაძლებლობაზე.

პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ერთა შემთხვევაში მიუთითებს, რომ შპს “-----‘’ და ქ. ----ის მერიას შორის დადებულ შეთანხმება წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში, მიიჩნევს. რომ ვინაიდან ქონების მიწოდება რეალურად მოხდა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციადა

პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები ურთიერთგამომრიცხავია და სასამართლო არასწორ სამართლებრივ შეფასებას აძლევს მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებას, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში და ამ ფარგლებში. აპელანტის საუარესოდ საქმის შედეგს ვერ შეაბრუნებს, გასაჩივრებულ ნაწილში კი გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის საფუძველი არ არსებობს.

პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში, კერძოდ მიმართოს სასამართლოს „თუმცა, ამ უფლების გარანტირებულობა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე დაცვის უფლებით არ ამოიწურება, ის ამავდროულად ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას ეს უფლება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება: საქმეზე N1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს - ნეგატიური ვალდებულება თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს სახელმწიფო პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის სახელმწიფოს გააჩნია დაცვის ვალდებულება, რომელიც მას გარკვეული ქმედების შესრულებას ავალდებულებს. (იხ ,ფირცხალაიშვილია, ა, სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება, მისი ასახვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, N 1/12 თბ, 2012,49).

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი (დღეს მოქმედი რედაქციის მე–19 მუხლის პირველი პუნქტი) განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, წორმალურ სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას". (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლ. 2007 წლის 2 ივლისი. N12/384 გადაწყვეტილება. საქმეზე, საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პაოლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, მე-5 პუნქტი).

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო, ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას. წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია საკუთრების უფლებაში ჩარევის ორ შემთხვევაზე მიუთითებს, საკუთრების უფლების შეზღუდვასა და საკუთრების ჩამორთმევაზე. კონსტიტუციის მიხედვით საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში. სახელმწიფოს ვალდებულებაა თავისი პოლიტიკა კონკრეტულ სფეროში დაუქვემდებაროს მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შინაარსს იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. იმავდროულად, ყოველი მესაკუთრის ვალდებულებაა ითმინოს მისი საკუთრების უფლებაში სახელმწიფოს ასეთი ჩარევები.

თავად კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების" მკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი შინაარსი ცვალებადია ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. ამასთან, „მოქმედება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის" არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის" იღებს მას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების" არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწვეტილემა N 21-370,82 370,402 405 საქმეზე ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და სერთევლოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)

საკუთრების უფლების ჩამორთმევას, საკუთრების უფლების შეზღუდვისაგან განსხვავებით, კონსტიტუცია გაცილებით მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. კერძოდ, კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით საკუთრების უფლების ჩამორთმევისთვის საჭიროა სახეზე იყოს: I) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, 2) კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევა, 3) სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, 4) წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება, 5) ანაზღაურების გათავისუფლება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების ჩამორთმევის პირობებს განსაზღვრავს 1999 წლის 23 ივლისის კანონი, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ და საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი, „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ განსახილველ საქმეზე, დავის საგნის შინაარსის გათვალისწინებით, პალატა სწორედ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამის “ დებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

დასახელებული კანონი ექსპროპრიაციას უწოდებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ,,აუცილებელი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების წინასწარი სრული და სამართლიანი კომპენსაციის სანაცვლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ -----ის მერიამ 2011 წლის 27 აპრილს N- წერილით მიმართა შპს "-----" და ფიზიკურ პირს -----ს მასზედ, რომ ქ. -----ში, ----ის ქუჩაზე ქ ბ-----ის მერიის მიერ დაგეგმილი იყო ---ის სტადიონის მშენებლობა, რისთვის საჭირო იყო მათ საკუთრებაში არსებული, ქ. ----ში, -----ის დასახლებაში მდებარე 2396 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღნიშნულის გათვალისწინებით მერიამ მიმართა თხოვნით განხილული ყოფილიყო ------ის და შპს „------ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საკითხი ამავე წერილით მერია მმზადყოფნას გამოთქვამდა მესაკუთრისთვის ქ. -----ის მერიისთვის საკუთრების უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაცვლად, იმავე ზონაში და იმავე ოდენობით გადაეცა სხვა მიწის ნაკვეთი. მესაკუთრეს ასევე ეცნობა, რომ თუ არ იქნებოდა გამოთქმული თანხმობა ----ის სტადიონის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის იმავე ზონაში და იმავე ოდენობით მიწის ნაკვეთის გაცვლის თაობაზე, ქ. -----ის მერია იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ. კერძოდ ქ. ----ის მერიის მიერ წინამდებარე წერილით გათვალისწინებულ შემოთავაზებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში დადასტურებულად იქნებოდა მიჩნეული, რომ ---ის სტადიონისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის მესაკუთრისგან ქ. ----ის მერიის მიერ ვერ ხერხდება თანახმობის მიღება, აღნიშნული კი წარმოადგენს ამ უძრავი ქონების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმევის გარდაუვალობის დასაბუთებას

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. -----ის მერიის მიერ დასმულ საკითხზე მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება დასრულდა 2011 წლის 14 ივლისს "საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ“ შეთანხმების დადებით, რომლის მიხედვითაც ----მ ქ. ----ის მერიას გადასცა მის საკუთრებაში არსებული 2396 კვ.მ. მიწა და მასზე განთავსებული შპს "-----” ბალანსზე რიცხული 160 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. სანაცვლოდ ქ. ---ის მერიამ მეორე მხარეს გადასცა 3581 კვმ. მიწა, მათ შორის, ---ეს – 2396 კვ.მ., ხოლო შპს "-------" -1185 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მოპასუხე მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შეთანხმების წებაყოფლობით გაფორმების გამო, მიუხედავად ამ შეთანხმების დადების საფუძვლებისა და მიზნისა, შპს „-----“ და ქ. ------ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის განხორციელებული ოპერაცია არ წარმოადგენს ექსპროპრიაციას საქართველოს კონსტიტუციის და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. რაც ამ ოპერაციის ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან გათავისუფლების საფუძველია:

მოპასუხის ამ პოზიციის გათვალისწინებით, პალატა მნიშვნელოვნად მიჩნევს განმარტოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის არსი.

პირველ რიგში, პალატა მიუთითებს, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომელიც ადგენს ექსპროპრიაციის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნულ ნორმაში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მინიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით (პუნქტი 1), ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს წარუდგენს წინადადებას ქონების შეძენისა და ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი და არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით სხვა ქონების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. ექსპროპრიატორი მესაკუთრეს შეფასებას წარუდგენს წერილობითი ფორმით, სადაც აღინიშნება კომპენსაციის განსაზღვრის საფუძველი. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასასადისა და მოსაკრებლისაგან (პუნქტი 2).

დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების იძულებით (არანებაყოფლობით) ჩამორთმევის პროცედურის განხორციელებამდე, ითვალისწინებს წინარე საექსპროპრიაციო ეტაპს, რომლის უშედეგოდ დასრულებასაც შესაძლოა მოჰყვეს ექსპროპრიაცია ანუ ჩამორთმევა ვიწრო გაგებით. ცხადია, რომ კანონმდებელი წინარე საექსპროპრიაციო ეტაპს განიხილავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სახელმწიფოს მხრიდან კერძო მესაკუთრისგან ქონების მიღების იმ ფორმად, რასაც უნდა ესწრაფვოდეს სამართლებრივი სახელმწიფო საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის განხორციელებისას და მხოლოდ უკიდურეს ზომად ასახელებს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ მინისტრის ბრძანების და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონებაზე უფლების მოპოვებას. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება წინასწარ უთანხმდება მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ, მხოლოდ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში და ექსპროპრიაციის გარდუვალობისას აქვს უფლება მიმართოს განმცხადებელმა სამინისტროს, ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას რათა, ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, წინარე საექსპროპრიაციო ეტაპი მიმართულია იქითკენ, რომ მესაკუთრესა და ექსპროპრიატორს შორის შედგეს შეთანხმება, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა. შეთანხმების მიღწევა ერთის მხრივ უფლების შეზღუდვის ალტერნატივაა, მეორეს მხრივ კი ეფექტურია იმისათვის, რომ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტი დროულად იქნეს განხორციელებული და თავიდან იქნეს აცილებული ის პროცედურები, რასაც შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საკითხი გაივლის სამინისტროში, სასამართლოსა თუ აღსრულების ეტაპზე, რამდენადაც შეთანხმების შემთხვევაში საჭირო აღარ ხდება საკითხის რეგულირებაში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარევა.

შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მთავარი სადავო საკითხის (უნდა შეფასდეს თუ არა წინარე საექსპროპრიაციო ეტაპზე მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება ექსპროპრიაციად. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უ უფლების ჩამორთმევა კი არ ხდება, არამედ მესაკუთრე ნამდვილი ნების საფუძველზე. შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გადასცემს ნივთს ექსპროპრიატორს) გადასაწყვეტად, კანონმდებლის მიზნის გათვალისწინებით, მიზაშეწონილია ექსპრორიაციის ცნების განმარტება ფართო გაგებით, ფართო გაგებით ექსპროპრიაციად კი უნდა ჩაითვალოს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩარევით, საკუთრების უფლების ჩამორთმევა სათანადო კომპენსაციის სანაცვლოდ, არამედ მესაკუთრესთან ქონების მორიგებით გამოსყიდვაზე მიღწეული შეთანხმებაც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სწორედ მხარეთა შორის 2011 წლის წლის 14 ივლისს გაფორმებული “საესპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ" შეთანხმების სამართლებრივი ბუნების სწორად შეფასებაზეა დამოკიდებული და რაც შეფასდა პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს შემაჯამებელ დასკვნას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „-------“ გადასახადების დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია საქმის ანგარემოებათა სრულყოფილი შეფასების შედეგად, წარმოდგენილი მასალები ადასტურებს სადავო საკითხისადმი ადმინისტრაციული ორგანოს ფორმალურ მიდგომას, რაც საქართველოს ზოგადი ადმინიატრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, ხოლო იმის გამო, რომ სადავო საკითხის (გადასახადების დარიცხვა) გადაწყვეტა მოპასუხის უფლებამოსილებას განეკუთვნება და სააპელაციო სასამართლო, როგორც უკვე აღინიმნა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების პირობებში შეზღუდულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებით, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ, ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც, მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება - პალატას მართებულად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32,4 მუხლზე მითითებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების თაობაზე. საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განხორციელებული ოპერაციის რაიმე ტიპის გადასახდით თუ მოსაკრებლით დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტისას.

რაც შეეხება აპელანტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაეკისრებინა მისთვის ბაჟი, პალატა განუმარტავს აპელანტებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეებს თანაბარწილად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის - 373 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის და არა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ხაზგასმით ამბობს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საფუძვლიან პრეტენზიას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტები, სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით. მე-11 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

I სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3 სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

4 სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა No6) მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ ქუთაისი, წაუპორტის ქ. No32),მოსამართლეები

ხათუნა ხომერიკი

ნანა კალანდაძე

შოთა სირაძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

ფაქტობრივი გარემოება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს. დავის საგანს წარმოადგენს კომპანიის მერიისთვის მიწის გადაცემის სანაცვლოდ მიწის მიღების შესახებ შეთანხმების ბარტერად განხილვა და აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გადაწყვეტილება

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საფუძვლიან პრეტენზიას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით. მე-11 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით .