N 1276-IVმს-XIმპ - 17/12/2025 - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 17.12.2025
№ დოკუმენტი 1276-IVმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) პირველი მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზების მიზნით ამ პროდუქციის ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის გადაცემაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,9 დეკემბერი 2025 წ.

N1276-IVმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე