შეერთების სიგელი „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია

კონვენცია 25.10.2018
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

შეერთების სიგელი

„საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“

საერთაშორისო კონვენცია

კიოტო, 1973 წლის 18 მაისი

ვინაიდან, 1973 წლის 18 მაისს, კიოტოში, იაპონია, მიღებულ იქნა „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზდიის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია;

ვინაიდან, 1999 წლის 26 ივნისს, ბრიუსელში, ბელგიის სამეფო, მიღებულ იქნა „საპაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ცვლილების ოქმი;

იმის მხედველობაში მიღებით, რომ შესწორებული კონვენციის მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „C“, ქვეპუნქტი ითვალისწინებს შეერთების საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოს ნებისმიერი წევრისთვის;

ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 20 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე;

საქართველო აცხადებს, რომ იღებს ვალდებულებას კეთილსინდისიერად შეასრულოს კონვენციის დებულებები.

აღნიშნულის დასტურად, მე, მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხელს ვაწერ წინამდებარე შეერთების სიგელს და ვამოწმებ მას ოფიციალური ბეჭდით.

დადასტურებულია

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი