კაპიტალში შეტანილ და გატანილ თანხებს შორის წარმოშობილი სხვაობის დაბეგვრა N 1008
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
კაპიტალში შეტანილ და გატანილ თანხებს შორის წარმოშობილი სხვაობის დაბეგვრა N 1008
ფაქტობრივი გარემოებები
· სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს საწარმოს კაპიტალი წესდებით განსაზღვრული აქვს 10000 აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარში. 2020 წელს საწარმოს პარტნიორმა (ფიზიკურმა პირმა), საწარმოს კაპიტალში განახორციელა შენატანი 10000 აშშ დოლარის. შენატანის განხორციელების დღეს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულმა დოლარის გაცვლითმა კურსმა ლართან მიმართებაში შეადგინა 2.9.
· საწარმოს ფინანსური აღრიცხვის მიზნებისათვის ფუნქციონალურ ვალუტად განსაზღვრული აქვს ეროვნული ვალუტა-ლარი.
· 2021 წელს საწარმოს პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეამცირა კაპიტალი და საწარმოდან გაიტანა 10000 აშშ დოლარი. თანხის გატანის დღეს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულმა დოლარის გაცვლითმა კურსმა ლართან მიმართებაში შეადგინა 3.1. კაპიტალში შეტანილ და გატანილ თანხებს შორის წარმოშობილი სხვაობის თანხაზე საგადასახადო ვალდებულებები არ იქნა შესრულებული.
შეფასება
· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება; 981 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის შესაბამისად განაწილებულ მოგებად არ ითვლება საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის 30-ე განყოფილების მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმომ უცხოური ვალუტით შეფასებული ფულადი მუხლები უნდა გადაიყვანოს საბოლოო სავალუტო კურსის გამოყენებით. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილების თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. - უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით.
· ზემოაღნიშნული საკანონდებლო ნორმების გათვალისწინებით, კაპიტალში შეტანილ და გატანილ თანხებს შორის წარმოშობილი სხვაობა 2 000 ლარი (31 000- 29 000) ჩაითვლება საწარმოს მიერ დივიდენდის სახით მოგების განაწილებად, შესაბამისად თანხის გატანის საანგარიშო პერიოდში საწარმო ვალდებული იყო აღნიშნული სხვაობის თანხა დაებეგრა მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით. ასევე, პირი ვალდებული იყო, გაცემული დივიდენდი დაებეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით.
ღონისძიებები
· დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად