N 3661-IIს - 12/10/2010 - „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 12.10.2010
№ დოკუმენტი 3661-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 750 ლარიდან 7 500 ლარის ჩათვლით;“.

მუხლი 2

1. იმ სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს მოწყობის ნებართვების მფლობელებისათვის, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე აქვთ აღებული 2010 წლის მე-4 კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები, ამ პერიოდისათვის გადახდილი მოსაკრებელი გადაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდზე – ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მინიმალური ოდენობის მიხედვით;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2010 წლის მე-4 კვარტალის დარჩენილ პერიოდზე – მოსაკრებლის დადგენილი ოდენობის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაანგარიშების წესი ვრცელდება აგრეთვე იმ სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ბინგოსა და ლოტოს მოწყობის ნებართვების მფლობელებზე, რომლებიც 2010 წლის მე-4 კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნებს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აიღებენ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ გადაანგარიშებას და შესაბამისი მოთხოვნების წარდგენას უზრუნველყოფენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები.

 

მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,2010 წლის 12 ოქტომბერი.

№3661–IIს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე