N 31922 - 19/12/2023 - დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N 31922
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება N 31922
19 დეკემბერი 2023
დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის N7536 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების №8 დანართს დაემატოს მაგალითი №2:
მაგალითი №2 - ,, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით ფინანსური აქტივის (წილის) რეალიზაცია აუქციონის წესით’’
ბ) ბრძანების №9 დანართის პირველ ნაწილს დაემატოს მაგალითი №2:
მაგალითი №2 - ,,მშენებარე საცხოვრებელი ფართის გადაყიდვისას დღგ-ს ნაწილში შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებები’’.
2. 2021 წლის 17 მარტის № 7536 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დანართი №1- „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“;
ნაწილი №1 - სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების შემთხვევა;
მაგალითი №1 -,,სავალდებულო რეგისტრაცია’’
მაგალითი №2 - ,,დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება ვაუჩერების შემთხვევაში’’;
მაგალითი №3 - ,,დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება ვაუჩერების შემთხვევაში“;
მაგალითი №4 - ,,ავანსად ჩარიცხული თანხები“;
მაგალითი №5 - ,,ავანსად ჩარიცხული თანხები“;
მაგალითი №6 - ,,სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარის განსაზღვრა“;
მაგალითი №7 -,,სავალდებულო რეგისტრაციის 100’000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების შემთხვევა“;
მაგალითი №8 - ,,100,000 ლარიანი ბრუნვის განსაზღვრა“;
მაგალითი №9 - ,,უცხოელი დასაბეგრი პირის რეგისტრაციის ვალდებულება“;
მაგალითი №10 -,,პირთა ჯგუფისათვის მომსახურების გაწევისას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია“.
ნაწილი №2 – ,,აქციზური საქონლის წარმოების შემთხვევა’’.
მაგალითი №10 - ,,აქციზური საქონლის წარმოება“;
მაგალითი №11- ,,აქციზური საქონლის წარმოება“;
ნაწილი №3- ,,რეორგანიზაციის შემთხვევა’’.
მაგალითი №12 - „რეორგანიზაცია“;
მაგალითი №13 - ,,რეორგანიზაცია“;
მაგალითი №14 - ,,რეორგანიზაცია’’;
მაგალითი №15 - ,,რეორგანიზაცია”.
ნაწილი №4 – „საქონლის/მომსახურების კაპიტალში შეტანის შემთხვევა“;
მაგალითი №16- ,,აქტივების კაპიტალში შეტანა”.
ნაწილი №5 - ,,ფიქსირებული დაწესებულების შემთხვევა“;
მაგალითი №17 - ,,ფიქსირებული დაწესებულება”.
ნაწილი №6 - ,,გარდაცვლილი პირის საქმიანობის გაგრძელების შემთხვევა“;
მაგალითი №18 - ,,გარდაცვლილი პირის საქმიანობის გაგრძელება”.
ნაწილი №7 - ,,დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია
მაგალითი №19 – ,,ნებაყოფლობითი რეგისტრაცია’’.
ნაწილი №8 - ,,დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება“.
მაგალითი №20 - ,,ნებაყოფლობითი რეგისტრაცია”
ბ) დანართი №2-„ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად“;
ნაწილი №1 - ,,ყველა აქტივის ან დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება“.
მაგალითი №1 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №2 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №3 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №4 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №5 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №6 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №7 - ,,ბიზნესის მიწოდება“.
ნაწილი №2 - ,,კაპიტალში აქტივების შეტანა’’.
მაგალითი №8 - ,,უფლებამონაცვლე“;
მაგალითი №9 - ,,უფლებამონაცვლე“.
გ) დანართი №3 -„ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები“;
ნაწილი №1 -,,ერთჯერადი ვაუჩერები“.
მაგალითი№1 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;
მაგალითი №2 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;
მაგალითი №3 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;
მაგალითი №4 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;
მაგალითი №5 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“.
მაგალითი №6 - "საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ერთჯერადი ვაუჩერი“.
ნაწილი №2 -,,მრავალჯერადი ვაუჩერი“.
მაგალითი №1- ,,საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ვაუჩერი“.
დ) დანართი №4- „დასაბეგრი პირები“;
მაგალითი№1 -,,დასაბეგრი პირი“.
მაგალითი№2 - ,,ოპეთეკარები“;
მაგალითი №3 -,,ფიქსირებული დაწესებულება“.
ე) დანართი N5 -დღგ-ის ჩათვლა“;
მაგალითი №1- ,,საერთო ბრუნვის განსაზღვრა“;
მაგალითი №2- ,,პროპორციული ჩათვლა“;
მაგალითი№ 3 - ,,პროპორციული ჩათვლა“;
მაგალითი№ 4 - ,,ძირითადი საშუალების პროპორციული ჩათვლა“;
მაგალითი №5 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";
მაგალითი №6 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";
მაგალითი №7 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";
მაგალითი № 8 - ,,ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში ჩათვლის მიღების წესი“;
მაგალითი №9 - ,,ჩათვლა ნაშთად არსებულ მარაგებზე“;
მაგალითი №10 - ,,ჩათვლის შეზღუდვა ნაშთად არსებულ მარაგებზე“
მაგალითი №11 - ,,დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა“.
მაგალითი №12 -,,ავანსის ჩათვლა ძირითადი საშუალების შეძენისას’’;
ვ) დანართი №6 -„მომსახურების გაწევის ადგილი“;
ნაწილი №1 – ,,ზოგადი ნაწილი“.
მაგალითი №1 - "მომსახურების გაწევის ადგილი - საშუამავლო მომსახურება / მომსახურების გადაყიდვა B2B";
ნაწილი №2 - ,,საშუამავლო მომსახურების გაწევა არადასაბეგრ პირზე“.
მაგალითი №1 - ,,შუამავლები B2C”;
ნაწილი №3 - ,,უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა“.
მაგალითი №1 - ,,დასაწყობების და შენახვის მომსახურება”;
ნაწილი №4 - ,,ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა“.
მაგალითი №1 - ,,სემინარის ჩატარება’’.
ზ) დანართი №7 - ,,სპეციალური სქემები“;
მაგალითი № 1- ,, მეორადი ნივთები - არადასაბეგრი პირისგან შეძენა”;
მაგალითი №2 - "მეორადი ნივთები - დასაბეგრი პირისგან გათავისუფლებული ოპერაციის ფარგლებში შეძენა".
თ) დანართი №8 -,,მომსახურების გაწევა“;
მაგალითი № 1 - ,,მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით”.
მაგალითი № 2 - ,, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით ფინანსური აქტივის (წილის) რეალიზაცია აუქციონის წესით’’
ი) დანართი №9 -,,საქონლის მიწოდება“.
ნაწილი №1 – ,,ზოგადი ნაწილი“.
მაგალითი № 1 - ,,ბონუსის დაბეგვრა”.
მაგალითი № 2 - ,, ,,მშენებარე საცხოვრებელი ფართის გადაყიდვისას დღგ-ს ნაწილში შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებები’’.
ნაწილი №2– ,,საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით’’.
მაგალითი № 1 - ,,უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ლიზინგის სარგებლის და დასაბეგრი თანხის განსაზღვრა’’; მაგალითი № 2 -,,უცხოურ ვალუტაში გადახდილი ავანსის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის განსაზღვრა’’;
მაგალითი № 3 -,,ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო’’
მაგალითი № 4 -,,გამოსყიდვის პირობა’’;
მაგალითი № 5 -,,სადაზღვევო შემთხვევა’’;
მაგალითი № 6 - ,,ლიზინგის საგნის მიმღები მხარის ჩანაცვლება’’
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა
სამსახურის უფროსი