N 444 - 04/09/2019 - „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №444
2019 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2018, 300160070.10.003.020869) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ სპირტიან სასმელებზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურის განსაზღვრისას სავალდებულოდ წარსადგენი შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის – მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაციის ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის გამოყენებით;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
პირველი ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე