N 2612-XIმს-Xმპ - 22/02/2023 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბანკო საქმიანობის, მიკრობანკის საქმიანობისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები:
ა) საბანკო საქმიანობა – 200 000 ლარი;
ბ) მიკრობანკის საქმიანობა − 100 000 ლარი;
გ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობა – 10 000 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,22 თებერვალი 2023 წ.
N2612-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე